საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება - გასაღების ფაქტზე, იმერეთში კერძო საექსპერტო დაწესებულების ხელმძღვანელი და ლაბორატორიის უფროსი დააკავა.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა თანხის სანაცვლოდ, შესაბამისი ლაბორატორიული კვლევის გარეშე, დაამზადეს და გასცეს ბეტონის ლაბორატორიული გამოცდის ყალბი ოქმი ბეტონის სიმტკიცესთან დაკავშირებით.
ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით
მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით
ითავილისწინებს.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.




მასალის გამოყენების პირობები