ახალი ამბები
გაფიცვის მე-8 დღე - ავტობანზე დასაქმებულები ხელფასების გაცემას ითხოვენ
FaceBook
მერვე დღეა თბილისი-ბათუმის დამაკავშირებელი გზის სამუშაოებზე  დასაქმებული მუშები კუთვნილი ხელფასების გაცემის მოთხოვნით გაფიცულები არიან.

მუშების თქმით, მათ უმეტესობას კუთვნილი ანაზღაურება სამი თვეა არ აუღია. მათივე თქმით, დამსაქმებელი მათ მხოლოდ დაპირებებს აძლევს, ხელფასებს კი არ გასცემს. 

"გუშინ გვითხრეს 15 დღეშიო და ასე გვატყუებენ. ტყუილად  მუშაობას არ ვაპირებთ. როდემდე უნდა ვიყოთ უხელფასოდ. არ გავაგრძელებთ მუშაობას, სანამ ჩვენს კუთვნილ თანხას არ მოგვცემენ", - ამბობს ერთ-ერთი დასაქმებული, ბინო ტოხაროვი.

ავტობანზე ბათუმი-თბილისის გზის დამაკავშირებელ მონაკვეთის სამუშაოებს აზერბაიჯანული კომპანია "გრენვა" ახორციელებს. სამუშაოების მწარმოებელი კომპანია ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ ხელფასების დროულად გაცემა კომპანიის ფინანსური პრობლემების  გამო ვერ მოხერხდა. კომპანიის დირექტორის თქმით, მუშების წინაშე არსებულ დავალიანებას 15 დღეში გაისტუმრებენ. 

თუმცა, ამ დაპირების არ სჯერათ გაფიცულ მუშებს. მათი თქმით, კომპანიის დირექტორი მათ ხელფასების გაცემის სხვადასხვა თაღირს ჰპირდება.

ავტობანის ამ მონაკვეთზე, ძირითადად, ახალციხელი მუშები არის დასაქმებულნი. 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, დაზარალებულის
სტატუსის მქონე პირი, რომელიც საქალაქო სასამართლოს ეზოში  დააკავეს, სააპელაციო სასამართლომ
გაათავისუფლა.
12:39 / 15.12.2019

ქუთაისში, დაზარალებულის სტატუსის მქონე პირი, რომელიც საქალაქო სასამართლოს ეზოში  დააკავეს, სააპელაციო სასამართლომ გაათავისუფლა.

ქუთაისის საფეხბურთო კლუბ
„ტორპედოში“ ინვესტიციას, სავარაუდოდ, იტალიელები
განახორციელებენ.
11:54 / 15.12.2019

ქუთაისის საფეხბურთო კლუბ „ტორპედოში“ ინვესტიციას, სავარაუდოდ, იტალიელები განახორციელებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.