ახალი ამბები
გეგუთის ციხეში მოკლული პატიმრის ოჯახი გენერალურ პროკურორს მიმართავს
FaceBook

გეგუთის ციხეში მოკლული პატიმრის,  გიგა ფარტენაძის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულის, შოთა შანიძის  ადვოკატი და ოჯახის წევრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენს არ ეთანხმებიან.


პრესკლუბ „მედიარუმში“ გამართულ ბრიფინგზე, მსჯავრდებულის მეუღლემ, სოფიო სლაბინსკიმ განაცხადა, რომ ფარტენაძის ცემაში მონაწილე რეალურ პირებს, რომელთა შორის იყვნენ ციხის მაყურებლები,  პროკურატურამ ხელი დააფარა, რადგან საქმის ბოლომდე გახსნა თავად უწყების თანამშრომლებს დააყენებს საფრთხის წინაშე. შოთა შანიძის ოჯახი აცხადებს, რომ ციხის საკანში მომხდარ სისხლიან გარჩევაში მსჯავრდებული არ მონაწილეობდა და მან პირიქით, პროკურატურასთან ითანამშრომლა. თუმცა, ახლა პროკურატურა ამ მასალების სრულ ვერსიას არ ასაჯაროვებს, რადგან, მათი თქმით, ამ მასალებით შანიძის უდანაშაულობა მტკიცდება.

მისი თქმით , ფარტენაძის საქმეში რეალური დამნაშავეებზე  ხელის დამფარებლები , ;დღემდე თანამდებობებზე არიან   

„საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მუშაობენ და მაღალ თანამდებობას იკავებენ  პირები, რომლებმაც დამალეს ძალიან  დიდი დანაშაული. დამალეს რეალური დამნაშავეების ვინაობა. მათმა უკანონო ქმედებამ განაპირობა ის, რომ ამ ადამიანებმა მოახერხეს ქვეყნის დატოვება  და არც ერთი მათგანი, გარდა სეხნიაშვილის,  მოისწრაფიშვილისა და ჩემი მეუღლისა, არ იხდის სასჯელს. ეს არის სასჯელაღსრულების სისტემის კოჰაბიტაციური მმართველობა, რომელსაც  „ქართული ოცნება“ ახორცილებდა დამნაშავეებთან ერთად“, - განაცხადა სოფიო სლაბინსკაიამ.

 

მსჯავრდებულის ადვოკატის, გიორგი გოგინავას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი, შოთა შანიძე გამოძიების დაწყების ეტაპიდან თანამშრომლობდა პროკურატურასთან და მან უშაულო მონაწილეობა მიიღო ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაში, თუმცა, პროკურატურა ახლა მალავს ამ მასალებს, რადგან მათი სრულად გასაჯაროებით საკუთარ ინტერესებს დააზარალებს.

„მათ დამალეს მასალების გარკვეული ნაწილი, რომლებიც მიიღეს ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების დროს. აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებებს უშაუალოდ ახორციელდებდა შოთა შანიძე და ამ მასალებით რეალურად მტკიცდება მისი  სრული უდანაშაულობა. სწორედ იმიტომ, რომ ამ მასალებით ფარდა ეხდება დანაშაულს არაერთი პირის მიმართ, პროკურატურა მათ ნაწილს მალავს.  მთავარმა საგამოძიებო ორგანომ ამ საქმეში განიცადა  სრული  ფიასკო  და ამის შემდეგ პირდაპირ მისცა მითითება სააპალაციო სასამართლოს, რომელმაც თავისი ჩვეული მორჩილებით მიიღო სრულიად უკანონო გადაწყვეტილება",- განაცხადა გიორგი გოგინავამ.


ადვოკატი და ოჯახის წევრები მიმართავენ გენერალურ პროკურორს,  შალვა თადუმაძეს, რათა მან  უზრუნველყოს ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალების სრულად გასაჯაროება.


შოთა შანიძის ადვოკატმა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში  უკვე წარადგინა ამ მასალების ერთი ნაწილი, როგორც საქმეში ახლად გამოვლენილი გარემოება, თუმცა, მოსამართლეთა კოლეგიამ მასალების საქმეზე დართვის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.


გეგუთის ციხეში,  პატიმრის, გიგა ფარტენაძის  მკვლელობის საქმეზე ბრალდებულები -შოთა შანიძე, გიორგი სეხნიაშვილი და ლევან მოისწრაფიშვილი,  ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

24 წლის გიგა ფარტენაძე გეგუთის ცეხეში 2014 წლის 4 მარტს, ცემით მოკლეს. გამოძიების ინფორმაციით,  საკანში მყოფ მსჯავრდებულებს: შოთა შანიძეს, ლევან მოისწრაფიშვილს, გიორგი სეხნიაშვილსა და გიგა ფარტენაძეს შორის დაწყებული სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. შანიძემ, სეხნიაშვილმა და მოისწრაფიშვილმა გიგა ფარტენაძე იატაკზე წააქციეს, რა დროსაც მან გონება დაკარგა და წინააღმდეგობის გაწევა ვეღარ შეძლო. მიუხედავად ამისა, ისინი აგრძელებდნენ სასტიკ ძალადობას, კერძოდ, გულმკერდის, კისრისა და სახის არეში ხელებითა და ფეხებით სცემდნენ და თავს ბეტონის იატაკზე არტყმევინებდნენ.

მომხდარში თავს დამნაშავედ არ ცნობს შოთა შანიძე და ამბობს, რომ ჩხუბის დროს იგი მხოლოდ გამშველებლის როლში იყო.


ამავე თემაზე:


გეგუთის ციხეში მოკლული პატიმრის საქმეზე მსჯავრდებულები დამნაშავედ ცნეს

"საქმის ჩაფარცხვას ცდილობენ" - გეგუთის ციხეში პატიმრის მკვლელობაზე მსჯავრდებულის ადვოკატი

მსჯავრდებული, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა, კვლავ უგონო მდგომარეობაშია

გეგუთის ციხეში მოკლული გიგა ფარტენაძის საქმეზე მსჯავრდებულმა თვითმკვლელობა სცადა

გეგუთის ციხეში მოკლული გიგა ფარტენაძის საქმეზე მსჯავრდებულმა, დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა

FaceBook Twitter
თეგები: #ფარტენაძე
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში 19 აგვისტოს დილის 09:00 საათიდან 22 აგვისტოს 21:00
საათამდე მოსწავლე ახალგაზრდობის პარკიდან, სულხან-საბას ქუჩის
კვეთამდე ავტომობილების გადაადგილება შეწყდება.
10:40 / 19.08.2019
ქუთაისში 19 აგვისტოს დილის 09:00 საათიდან 22 აგვისტოს 21:00 საათამდე მოსწავლე ახალგაზრდობის პარკიდან, სულხან-საბას ქუჩის კვეთამდე ავტომობილების გადაადგილება შეწყდება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოსა და
მათ შორის იმერეთის რეგიონში კვირა უნალექოდ ჩაივლის.
10:10 / 19.08.2019
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოსა და მათ შორის იმერეთის რეგიონში კვირა უნალექოდ ჩაივლის.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
დღის სიახლეები
თბილისში მომხდარ ავტოავარიას ტყიბულის სოფელ მუხურას ყოფილი გამგებელი, 41 წლის, გიორგი კირკიტაძე ემსხვერპლა.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით 6 ახალი ფრენა შესრულდება.
ქართველმა მთასვლელებმა ქვეყნის უმაღლლესი მწვერვალი, შხარა დალაშქრეს.
ქუთაისში, დავით  აღმაშენებლის #11-ში ორი სარდაფი გატეხეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე, თერჯოლის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი სპეციალისტი გელა ქ., ხოლო  ქრთამის მიცემის ფაქტზე მოქალაქეები - კახი კ. და გია მ. დააკავეს.
ქუთაისში, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ახალგაზრდული თეატრი აშენდება.
ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე, სადაც  მიწის ჩავარდნის შედეგად ორმო წარმოიქმნა,  მანქანებს გადააგილება უჭირთ. 
ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციისთვის პროექტის შედგენაზე,  მერიამ  ტენდერი განმეორებით გამოცხადა.