ზესტაფონის სოფელ მარტოთუბანში, ავღანეთში გმირულად დაღუპული სამხედრო მოსამსახურის, მდინარი ბებიაშვილის სახელობის მემორიალი გაიხსნა.
მემორიალის გახსნას თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, ზესტაფონის მერი და მაჟორიტარი დეპუტატი ესწრებოდა.
ასევე, ოჯახის წევრები და მეგობრები.
უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი 2017 წლის 3 აგვისტოს,
ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე პატრულირებას
ასრულებდა. იგი ბაზაზე თავდასხმის დროს დაიღუპა.
დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის მედლით.
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ოპერის თეატრში სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურების მიზეზად შენობაში 2012 წლამდე ჩატარებულ სამუშაოებს ასახელებს.




მასალის გამოყენების პირობები