GDG ჯგუფმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან 4-ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა დაიწყო.
თითქმის ერთწლიანი ლოდინის შემდეგ, GDG+-მა მშენებლობის ნებართვა მიიღო. როგორც „კომერსანტთან“ საუბარში GDG+ის დამფუძნებელი ბეჟან წაქაძე აცხადებს, სასტუმრო პირველ დამსვენებელს 2020 წლისთვის მიიღებს.
„ქუთაისში სამშენებლო სამუშაოები ახლახანს დავიწყეთ, გამომდინარე იქედან რომ მოთხოვნა ძალიან მაღალია მინდა, რომ სწრაფად დავასრულო მშენებლობა. მცირედით გაგვეწელა პროექტის დამტკიცების პროცესი, მაგრამ როგორც იქნა პროექტი დამტკიცებულია. სასტუმრო 5 სართულიანი, იქნება. 7 000 კვ.მ ფართობზე გაშენებულმა კომპლექსმა 100-ნომრიან სასტუმრო და რესტორანი უნდა მოიცვას. ინვესტიცია კი მინიმუმ 5 მილიონი დოლარითაა განსაზღვრული“, -აცხადებს ბეჟან წაქაძე.
ბიზნესმენი არ გამორიცხავს, რომ სასტუმროში საერთაშორისო ბრენდი შევიდეს, კონკრეტულად, რომელ კომპანიასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები GDG+-ის დამფუძნებელი ამ ეტაპზე არ ამბობს.
„სახელთან დაკავშირებით ჯერ არ ვართ ჩამოყალიბებული შეიძლება სასტუმროს მართვაში რომელიმე საერთაშორისო ბრენდი შევიყვანოთ, ახლა რამდენიმე ბრენდთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ალბათ მშენებლობის პროცესში ჩამოვყალიბდებით. მე მინდოდა სასტუმროს სახელი არგონავტები ყოფილიყო მაგრამ, შეიძლება ეს არ გამოვიდეს“, - განაცხადა ბეჟან წაქაძემ.
წყარო:
comersant.ge
ქუთაისში მოძრაობა „სოციალური დემოკრატიისთვის“ მოქალაქეებს შეხვდა და ღია კარის დღის ფარგლებში საკუთარი ხედვები და სამომავლო გეგმები გააცნო.
ოპოზიციურ ძალებს შორის არსებობს კონსენსუსი, თუ როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა არსებული კრიზისიდან - ამის შესახებ პარტია "ფედერალისტების" ერთ-ერთმა ლიდერა გიგა ბოკერიამ "ქუთაისიპოსტთან" საუბარში განმარტა.




მასალის გამოყენების პირობები