ქუთაისში, მწვანე ყვავილას ქუჩა 73-ში მცხოვრები ჯიშკარიანების ოჯახი დახმარებას ითხოვს.
ოჯახის უფროსი დავით ჯიშკარიანი ამბობს, რომ ორი წლის წინ მათი ეზოს ჯებირი დაზიანდა, რამაც თავის მხრივ,გზის საფარიც ჩაანგარია, მერია კი მათ არ ეხმარება.
,,მაშინ რომ ყურადღება მოექციათ, ასე ძალიან აღარც ღვარცოფის შედეგად დავზიანდებოდით. რაც მოხდა, მოულოდნელი არ ყოფილა", - ამბობს ნათელა ჯიშკარიანი.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ მწვანე ყვავილას N 73-ში მცხოვრები
ოჯახის პრობლემას იცნობენ და საკრებულოს წარუდგინეს დადგენილება,
რომელიც ცენტრალურ ხელისუფლებას გადაეგზავნება. სწორედ მთავრობის
დაფინანსებაზეა დამოკიდებული ჯიშკარიანების ოჯახის პრობლემის
გადაწყვეტაც.
ქუთაისის მერია ცისფერყანწელებისა და წმ. ნინოს ქუჩებს შორის არსებულ ე.წ. მონპლაზირის ტერიტორიაზე საფეხმავლო სივრცის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციას გეგმავს.




მასალის გამოყენების პირობები