ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტის ლექტორის მიერ სიძულვილის ენის გამოყენებაზე ეთიკის კომისია იმსჯელებს
FaceBook
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული ეთიკის კომისია,   ამავე სასწავლებლის ლექტორის,  ბადრი ფორჩხიძის მიერ სიძულვილის ენის გამოყენებაზე იმსჯელებს.

ამის შესახებ  ქუთაისიპოსტს სასწავლებლის რექტორის მოადგილემ,  შალვა კირთაძემ განუმარტა. საუბარია პროფესორ ლევან ალექსიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ლექტორის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტზე.

,,აქამდეც უნდა ჩაძაღლებულიყო’’, - წერს ბადრი ფორჩხიძე სოციალურ ქსელ ფეისბუქში.  წერეთლის უნივერსიტეტში იგი ფილოსოფიას ასწავლის.



შალვა კირთაძის თქმით, მას პოსტი არ უნახავს, თუმცა, სიძულვილის ენის გამოყენებას არც ერთ შემთხვევაში არ ეთანხმება. 

"არ მინახავს რა დაწერა ჩვენმა აკადემიურმა პერსონალმა, თუმცა, ნებისმიერ შეთხვევაში უნივერსიტეტი  სიძულვილის ენას არ დაეთანხმება, მით უფრო, როცა საუბარია ლევან ალექსიძეზე. ეს არის ყოვლად მიუღებელი. ახლა ყველა თანამშრომელი  არის შვებულებაში, ხოლო მისი დამთავრების შემდეგ არ არის გამორიცხული ეთიკის კომისიამ ამ საკითხზე იმსჯელოს", - ამბობს შალვა კირთაძე. 


მისი თქმით, კომისიამ მსჯელობის შედეგად შესაძლოა მიიღოს გადაწყვეტილება როგორც სიტყვიერი გაფრთხილების, ასევე,  მისი უნივერისიტეტიდან გათავისუფლების შესახებ. 

წერეთლის უნივერსიტეტში შვებულება 2 სექტემბერს მთავრდება.


 




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.