ახალი ამბები
მერია „ტორპედოს“ მეპატრონეს ვალდებულებების შესასრულებლად კიდევ ერთ შანსს აძლევს
FaceBook

ქუთაისის მერია „ტორპედოს“ მფლობელთან, ზაალ ჩაჩავასთან ხელშეკრულების გაწყვეტას არ აპირებს და დარღვევების მიუხედავად კიდევ ერთ შანსს აძლევს.


იმის მიუხედავად, რომ კლუბის შეძენიდან ორი წლის შემდეგაც ჩაჩავას საპრივატიზაციო თანხა გადახდილი არ აქვს,  ქუთაისის მერი ამბობს, რომ კიდევ ერთხელ გეგემავს კლუბის მეპატრონესთან შეხვედრას და იმის გარკვევას, აპირებს თუ არა ჩაჩავა ვალდებულებების შესრულებას.


„აგვისტოში დაგეგმილი გვაქვს მასთან შეხვედრა, სადაც გამოიკვეთება რა მიმართულებით მივდივართ და იღებს თუ არა (ზაალ ჩაჩავა) პასუხისმგებლობას გუნდზე“, - განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.


მისივე თქმით, კლუბის მეპატრონემ ბიუჯეტში თანხის ნაწილი, 50 000 ლარი ჩარიცხა, ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო კი ჯარიმდება.


ზაალ ჩაჩავამ ქუთაისის „ტორპედო“ 2017 წელს, 300 000 ლარად შეიძინა. მას ამ დრომდე მხოლოდ 140 000 ლარი ჰქონდა გადახდილი.


ხელშეკრულების დარღვევის პარალელურად, ჩაჩავამ, კლუბს ფინანსური პრობლემები შეუქმნა. ოთხი თვის განმავლობაში ფეხბურთელები სახელფასო ანაზღაურებას ვერ იღებდნენ, რის გამოც გუნდი 12-მა ფეხბურთელმა ევროპა ლიგის თამაშების  წინ დატოვა.


ზაალ ჩაჩავას გუნდის მოტყუებასა და ვალდებულებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს ფანკლუბი. „ტორპედოს“ გულშემატკივრები რამდენიმე დღის განმავლობაში მერიის შენობასთან საპროტესტო აქციებს მართავდნენ და მეპატრონის კლუბიდან წასვლას ითხოვდნენ. მაშინ, ქუთაისის მერი ფანკლუბის წევრებს დაპირდა, რომ თუ პრობლემა რამდენიმე დღეში არ მოგვარდებოდა, ზაალ ჩაჩავას ხელშეკრულებას გაუწვიტავდნენ.


საპროტესტო აქციების შემდეგ, ჩაჩავამ მხოლოდ ორი თვის დავალიანება გაისტუმრა, თუმცა, ხელფასი არ აუღია გუნდიდან წასულ ფეხბურთელებს.


კლუბში შექმნილი პრობლემების ფონზე „ტორპედომ“ წარუმატებლად იასპარეზა ევროპა ლიგაზე და მას  პირველივე საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოეთიშა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.