ახალი ამბები
რა ისტორია უკავშირდება ქუთაისის მერიის შენობას
FaceBook

ქუთაისის მერიის ოთხსართულიანი შენობის მშენებლობა 1943 წელს დაიწყო და ექსპლუატაციაში 1947 წელს შევიდა. იგი არქიტექტორ მიხეილ შავიშვილის მიერ იქნა აგებული.

მანამდე კი, მერიის შენობის ადგილას სასაფლაო იყო. 

ქალაქის  ეროვნული არქივის ხელმძღვანელ მერაბ კეზევაძის ინფორმაციით, თავიდან შენობის ტერიტორიაზე მთავარანგელოზის ეკლესია მდებარეობდა, კომუნისტური წყობის დამყარების შემდეგ კი,  ტაძარი დაანგრიეს და მის ადგილზე ადმინისტრაციული შენობა განათავსეს. 


იმდროისთვის ადმინისტრაციული შენობა კომუნისტური პარტიის კომიტეტისა და საქალაქო საბჭოს აღმასკომისგან შედგებოდა.

კომუნისტური პარტიის გაუქმების შემდეგ, 1991 წელს, დღევანდელ მერიის შენობაში ქალაქის პრეფექტურა იყო განთავსებული, ხოლო 1992 წლის  შენობაში ქალაქის მთავარი ადმინისტრაციული ერთეული განთავსდა. 

მერიის ადმინისტრაციული შენობა შენობის შესაძლოა გასხვისდეს.

მერიის  შენობის შესაძლო გასხვისების შესახებ ინფორმაცია ეტაპობრივად ვრცელდებოდა. ერთ-ერთი ვერსიით, ადმინისტრაციული ორგანოს გადატანა ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე, მთავრობის სახლის ყოფილ შენობაში იგეგმებოდა.


ქუთაისის მერიის ოთხსართულიანი შენობა ქალაქის ბალანსზეა. შენობა ძირითადი და დამატებითი  კორპუსებისგან შედგება, სადაც მერიის ააიპებია განთავსებული. შენობის მთლიანი ფართი  3279 კვ.მ-ია.




ამავე თემაზე:

ქუთაისის მერია ადმინისტრაციული შენობის შესაძლო გასხვისებაზე

ქუთაისელები მერიის შენობის შესაძლო გასხვისებაზე - ვიდეოგამოკითხვა

"მერიის შენობა ამ წუთში არ იყიდება“ - ქუთაისის მერი

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული
რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
14:59 / 23.04.2024
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას,
რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.
12:09 / 23.04.2024
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას, რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.