ქუთაისს ტაილანდელი რეჟისორი და მსახიობები სტუმრობენ. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ფილმის გადაღება მიმდინარეობს.
,,მონაწილეობას მასობრივ სცენაში ვიღებ. ჟურნალისტებს, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელებსა და სხვა პროფესიის ადამიანებს მოგვეცა საშუალება ერთი დღით დაგვევიწყებინა ჩვენი პროფესია და მოგვერგო მსახიობის კოსტიუმი. მიხარია, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვანმა მსახიობებმა ქუთაისში ჩამოგვაკითხეს და მათთან ერთად ინტეგრირებულად ვთამაშობთ ფილმში’’,-ამბობს ჟურნალისტი ირაკლი ვაჩიბერაძე.
ფილმის ,,სიამის ტყუბები’’ გადაღება საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ოპერის თეატრში სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურების მიზეზად შენობაში 2012 წლამდე ჩატარებულ სამუშაოებს ასახელებს.




მასალის გამოყენების პირობები