„ვიმედოვნებთ, 2019 წლის ბოლოს ქუთაისს ექნება 24 საათიანი წყალი“, - ეს განცხადება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ქუთაისში გააკეთა.
მინისტრი ქალაქში იმერეთის გუბერნატორის, ზვიად შალამბერიძის
წარდგენაზე იმყოფებოდა. მისი თქმით, გარკვეულ უბნებში წყლის სისტემის
ჩართვა უკვე დაიწყო.
მან, ასევე, ისაუბრა ქუთაისში რიონისპირა სახლებისა და დავით
კაკაბაძის სახელობის გალერეის რეაბილიტაციაზე, ასევე, საცურაო აუზის
მშენებლობაზე. მინისტრის თქმით, ობიექტების დაპროექტება უალხოეს
მომავალში დაიწყება.
მაია ცქიტიშვილმა იმერეთის გუბერნატორი, რეგიონულ
საკითხებში პრემიერის მრჩეველთან, სოზარ სუბართან ერთად
წარადგინა.
ზვიად შალამბერიძე, ბოლო სამი თვე სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობას
ასრულებდა. იგი ამ პოზიციაზე მას შემდგე გადავიდა, რაც შავლეგო
ტაბატაძემ გუბერნატორის პოსტი დატოვა.
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ოპერის თეატრში სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურების მიზეზად შენობაში 2012 წლამდე ჩატარებულ სამუშაოებს ასახელებს.




მასალის გამოყენების პირობები