ახალი ამბები
იმერეთის ახალი გუბერნატორი ოფიციალურად წარადგინეს
FaceBook
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ზვიად შალამბერიძე გუბერნატორის პოსტზე წარადგინეს.
წარდგენას ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი,  რეგიონულ საკითხებში პრემიერის მრჩეველთან, სოზარ სუბართან ერთად დაესწრო.

გუბერნატორის წარდგენაზე იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი იმყოფებოდა. ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, რწმუნებულის აპარატი უნდა იყოს ის რგოლი, რომელიც ყველაზე სწრაფად და ეფექტურად ახდენს კოორდინაციას ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის.

"დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ კოორდინაციას თვითმმართველობასა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის.  ეს უნდა იყოს ყველაზე სწრაფი და ეფექტური რგოლი. პიროვნულ დონეზე აქვს ამას მნიშვნელობა თუ ვინ იქნება რწმუნებულის პოსტზე" - განაცხადა ინფრასტრუქტურის მიმისტრმა მაია ცქიტიშვილმა.

ზვიად შალამბერიძე იმერეთის გუბერნატორის მოვალეობას მას შემდეგ ასრულებდა, რაც მისმა წინამორბედმა, შავლეგო ტაბატაძემ პოსტი დატოვა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ზუსტად ვიცი, რომ სამუშაოები ორ თვეში ვერ
დასრულდება. რაც გაკეთებულია, ისიც ხარვეზებით არის“, — ამბობს
თერჯოლის №1 საჯარო სკოლის ერთ-ერთი მშობელი.
16:49 / 10.09.2026

„ზუსტად ვიცი, რომ სამუშაოები ორ თვეში ვერ დასრულდება. რაც გაკეთებულია, ისიც ხარვეზებით არის“, — ამბობს თერჯოლის №1 საჯარო სკოლის ერთ-ერთი მშობელი.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ თერჯოლის პირველი
საჯარო სკოლის  გაჭიანურებული რეაბილიტაციისა და
მოსწავლეებისთვის სწავლის გაგრძელების საკითხი მათი კომპეტენცია არ
არის.
14:16 / 07.09.2026
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ თერჯოლის პირველი საჯარო სკოლის  გაჭიანურებული რეაბილიტაციისა და მოსწავლეებისთვის სწავლის გაგრძელების საკითხი მათი კომპეტენცია არ არის.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.