ახალი ამბები
ქუთაისის 38-ე საჯარო სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
FaceBook

ქუთაისის #38 საკარო სკოლის დირექტორი, გივი ჯავახაძე აუდიტის დასკვნის საფუძველზე თანამდებობიდან გაათავისუფლეს.


ბრძანებას ხელი განათლების მინისტრმა უკვე მოაწერა.

თავად უკვე ყოფილი დირექტორი არც ბრძანებას და არც იმ დასკვნას ეთანხმება, რომელიც მისი პოსტიდან გაშვების მიზეზი გახდა. გივი ჯავახაძე მინისტრის ბრძანებას სასამართლოში გაასაჩივრებს.

ამბობს, რომ საქმეში კონკრეტული ადამიანების დაინტერესება იკვეთება, თუმცა, ჯერჯერობით ამაზე ვერ ილაპარაკებს.


„იკვეთება რაღაც ინტერესები, მაგრამ ახლა ვერაფერს გეტყვით. აუდიტის დასკვნას ძირითადად არ ვეთანხმები, თუმცა, კონკრეტულად საუბარი არც ამაზე შემიძლია. დაველოდოთ პროცესებს, ბრძანებას აუცილებლად გავასაჩივრებ“, - ამბობს გივი ჯავახაძე.

#38-ე საჯარო სკლაში,  აუდიტის სამსახური,  საგანამანათლებლო დაწესებულებაში გასულ წელს დაწყებული ხმაურიანი პროცესების შემდეგ შევიდა.

ქართული ენისა და ლიტარატურის პედაგოგი,  ლალი მილორავა სკოლის   ადმინისტრაციას ზეწოლაში ადანაშაულებდა და დირექციას სასამართლოშიც უჩივლა. პედაგოგი ირწმუნებოდა, რომ მას უსამართლოდ ჩამოართვეს საათები და მისი სკოლიდან გაშვება სურდათ.

გახდა თუ არა ეს დავა  გივი ჯავახაძის სკოლიდან გათავისუფლების მთავარი მიზეზი,  ამაზე საუბარი არც ლალი მილორაავას სურს.  იგი სკოლაში მუშაობას ამ დრომდე აგრძელებს.

 

ამავე თემაზე:

ქუთაისის 38-ე საჯარო სკოლის პედაგოგმა დირექციას სასამართლოში უჩივლა

 

 

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების
წარმომადგენლები, ზაზა ლომინაძის შემდეგ, შეხვედრაზე ქუთაისის მერსა და
საკრებულოს თავმჯდომარეს იწვევენ.
12:12 / 25.04.2024
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები, ზაზა ლომინაძის შემდეგ, შეხვედრაზე ქუთაისის მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს იწვევენ.
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.