ისწავლე თავისუფლება! იკითხე კონსტიტუცია! -ამ სლოგანით ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის წინ საქართველოს კონტიტუციის თეატრალური კითხვა მოეწყობა.
პერფორმანსის მონაწილეები ამ ფორმით რუსულ ოკუპაციასაც ეხმაურებიან და მოქალაქეებს საკუთარი კონსტიტუციისა და უფლებების ცოდნის შესახებ მოუწოდებენ.
თეატრალიზებულ საღამოში მესხიშვილის თეატრის მსახიობები ინგა კაკიაშვილი, გიო ჩაჩანიძე, დათო გაჩეჩილაძე, ალექსანდრე ფურცხვანიძე, ნანა ცხვირაშვილი, ნანუკა კუპატაძე, ანა ჩოგოვაძე, გიგა მიქაძე, ნინო აბესაძე, გიორგი ქართველიშვილი და გიგა აბულაძე მიიღებენ მონაწილეობას.
პროექტს მხარს უჭერენ რეფლექტორი/Reflector და რეპ მოძრაობა "მოხეტიალეები".
პერფორმანსი საღამოს 9 საათზე დაიწყება.
18 საათიდან კი ასევე, თეატრის წინ საჯაროდ მოხატავენ ბანერს წარწერით "ისწავლე თავისუფლება! იკითხე კონსტიტუცია!"
ოპოზიციურ ძალებს შორის არსებობს კონსენსუსი, თუ როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა არსებული კრიზისიდან - ამის შესახებ პარტია "ფედერალისტების" ერთ-ერთმა ლიდერა გიგა ბოკერიამ "ქუთაისიპოსტთან" საუბარში განმარტა.
პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილი განცხადებით, ქუთაისის მთავარი პრობლემა რეალური თვითმმართველობის არარსებობაა, რის გამოც ქალაქი საკუთარი პოტენციალის სრულად გამოყენებას ვერ ახერხებს.




მასალის გამოყენების პირობები