პოლიტიკა
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ამოქმედება, შესაძლოა, ისევ გადავადდეს
FaceBook
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ფუნქციის ამოქმედება,  შესაძლოა, ოთხი თვით გადავადდეს. საკითხზე დღეს იურიდიულ კომიტეტში იმსჯელებენ.

უმრავლესობა მიიჩნევს, რომ უმჯობესია სამსახური მატერიალურ-ტექნიკური ბაზითა და ადამიანური რესურსებით უკეთ აღიჭურვოს და მომზადებული შეხვდეს სიახლეს.

სახალხო დამცველი კი პარლამენტს მოუწოდებს კანონის ამოქმედება არ გადაავადოს.


სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური  2019 წლიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა, მთავრობამ არასაკმარისი მზადყოფნის მოტივით საკითხის ექვსი თვით გადავადება მოითხოვა, რასაც დაეთანხმა პარლამენტი.  ახლა კი ირკვევა, რომ შესაძლოა, სამსახურმა ვერც 1 ივლისიდან დაიწყოს მუშაობა. 


სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო იქნება, რომელიც სამართალდამცავების მიერ ჩადენილ დანაშაულებს გამოიძიებს.
Print