ახალი ამბები
თეთრ ხიდზე დაზიანებული მინა კვირის ბოლომდე შეიცვლება
FaceBook
თეთრ ხიდზე დაზიანებული მინა კვირის ბოლომდე შეიცვლება. ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ სამუშაოები   ბიუჯეტს 2200 ლარი დაუჯდება. 

მერიის ინფორმაციით,  მინა მძიმე საგნით, განზრახ დააზიანეს.

მომხდარზე მიმდინარეობს მოკვლევა.

ისტორიულ თეთრ ხიდზე პანორამული მინა მეორედ დაზიანდა.

თეთრი ხიდი 2018 წლის 3 ნოემბერს საზეიმოდ გაიხსნა, თუმცა, გახსნიდან ორ დღეში ხიდზე  რკინის საფარი  ქარმა დააზიანა. ორ თვეში კი მინა გაიბზარა. 

ხიდის რეაბილიტაცია ადგილობრივ ბიუჯეტს 200 000  ლარზე მეტი დაუჯდა.


მერიამ წლის დასაწყისში დააანონსა ხიდზე ხარვეზების აღმოფხვრა, თუმცა, განმეორებითი ტენდერი ამ დრომდე არ გამოცხადებულა.
Print
თეგები: #თეთრი ხიდი