ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ
რეზოლუცია მიიღო, რომელიც რუსულ დელეგაციას მის შემადგენლობაში
დაბრუნების შესაძლებლობას აძლევს.
რეზოლუციის მიღებას მხარი დაუჭირა 118-მა დელეგატმა, წინააღმდეგი იყო - 62, 10-მა დელეგატმა კი თავი შეიკავა.
რუსეთმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უფლებამოსილება 2014 წელს ყირიმის ანექსიისა და უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო დაკარგა.
მედიის ინფორმაციით, რუსული
დელეგაცია უკვე სტრასბურგშია. დელეგაცია საპარლამენტო ასამბლეის
მუშაობაში მონაწილეობას უკვე დღეიდან მიიღებს.
ქუთაისში მოძრაობა „სოციალური დემოკრატიისთვის“ მოქალაქეებს შეხვდა და ღია კარის დღის ფარგლებში საკუთარი ხედვები და სამომავლო გეგმები გააცნო.




მასალის გამოყენების პირობები