ახალი ამბები
ქუთაისის საბავშვო ბაღებში ატესტაციის პირველი ეტაპი ტესტირება 23 აგვისტოს გაიმართება
FaceBook
მეორე ეტაპი გასაუბრება ჩატარდება 3-4 სექტემბერს.
ქუთაისის საბავშვო ბაღებში ატესტაციის პირველი ეტაპი ტესტირება მიმდინარე წლის 23 აგვისტოს გაიმართება. ატესტაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ,,ააიპი"-ს ადმინისტრაციის თანამშრომლები გაივლიან.
ატესტაცია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში დილის 10;00 და 14:00 საათამდე ჩატარდება. ტესტირების მეთოდიკისა და შეფასების კრიტერიუმის თანახმად ატესტაციაში მონაწილეებს 9 საკითხიდან 100 კითხვაზე პასუხის გაცემა მოუწევთ. შესაბამისად უმაღლესი შეფასება ასი ქულა იქნება. ტექსტი მოიცავს 50 ტესტურ დავალებას საქართველოს კანონმდებლობიდან და 50 ტესტურ დავალებას უნარ-ჩვევების ნაწილიდან.
ტესტირების მეთოდიკისა და შეფასების კრიტერიუმის თანახმად ტესტირების ეტაპის მინიმალურ გამსვლელ ზღვარს ადგენს ააიპ ბაგა- ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი 65% ფარგლებში.
როგორც ააიპ-ში განმარტავენ ტესტირების შედეგების გასაჩივრების მიზნით დაწესებულებაში იქნება საპრეტენზიო კომისია.
მეორე ეტაპი გასაუბრება ჩატარდება 3-4 სექტემბერს. დრო და ადგილი ჯერ დაზუსტებული არარის, მათ შესახებ ინფორმაცია დაამტებით გამოცხადდება, -აღნიშნულია საატესტაციო-საკომისიო სხდომის ოქმში.
ეკა კუხალაშვილი
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
დღეს, 29 აპრილს, ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ,
რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია-კონცერტი გაიმართება.
13:41 / 29.04.2024
დღეს, 29 აპრილს, ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ, რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია-კონცერტი გაიმართება.
12:09 / 29.04.2024
"ქართული ოცნების'' მიერ დაანონსებულ რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაზე პარტიის აქტივისტები, საჯარო მოხელეები და სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციის თანამშრომლები ქუთაისიდან თბილისში გაემგზავრნენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.