მეუფე კალისტრატეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა
16:34 / 18.06.2019
ქუთაის-გაენათის ეპარქიის
წინამძღოლის, მეუფე კალისტრატეს ჯანმრთელობის მდგომარეობა
დამძიმდა.
ქუთაისიპოსტის ინფორმაციით მეუფე ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის
ცენტრში უგონო მდგომარეობაში იმყოფება.
ხარების ეკლესიის მღვდელი, მამა პავლე ქუთაისიპოსტთან საუბარში
ამბობს, რომ მეუფე ბოლოს გუშინ მოინახულა და ზეთი აცხო.
"გუშინ მოვინახულე, შვიდგზის ზეთისცხება ჩავუტარეთ. კონტაქტური უკვე
აღარ იყო" - ამბობს მამა პავლე.
მეუფე კალისტრატე 10 დღეზე მეტია რეანიმაციულ განყოფილებაში გადის
მკურნალობას. მან მძიმე ოპერაცია გადაიტანა.
ქუთაის-გაენათის ეპარქიამ მეუფის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით
ინფორმაცია ფოტოსთან ერთად ბოლოს 10 ივნისს გაავრცელა. კლინიკაში გადაღებულ
ფოტოზე, კალისტრატე მამა იოსებ ბურჯანაძეს
არქიმანდრიტის ხარისხით აჯილდოვებს.
ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი
კალისტრატე
1938წლის 20 ოქტომბერს,
თელავის მუნიციპალიტეტისსოფელ
ვარდისუბანშიდაიბადა.
1982წლიდან
ბეთანიის მონასტრისმორჩილია.
ამავე წელს აღიკვეცა ბერად.
1983წლის აპრილიდან დაინიშნა
ალავერდის ჯვართამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვრად, რამოდენიმე
თვეში აკურთხეს ეპისკოპოსად.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტს, ოთო ირემაძეს,
რომელიც 22 ნოემბერს, თბილისში გამართულ აქციაზე დააკავეს, მოსამართლე
თორნიკე კაპანაძემ 3000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები