ჭიათურის მაღაროში დასაქმებულების სამუშაო და კვების პირობებთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა.
როგორც ცნობილია, გადაწყდა, რომ ჭიათურის მაღაროს თანამშრომლებს სამედიცინო მომსახურებას სწორედ საჩხერის საავადმყოფო გაუწევს.
გარდა ამისა, კომპანია საქნახშირს მაღაროელების სამუშაო ადგილზე
პირველადი ჯანდაცვის პუნქტის გახსნა დაევალა.
შეხვედრაზე საუბარი, ასევე, შეეხო მაღაროელების კვებით
მომსახურებას. „საქნახშირის“ წარმომადგენლის თქმით, ადგილზე
დასაქმებულთა უშუალო ჩართულობით გამოცხადდა ტენდერი და მათივე
ზედამხედველობით შეირჩა კომპანია, რომელიც მაღაროელებს კვებით
მომსახურებას გაუწევს.
სამთავრობო დონეზე მაღაროს თანამშრომლების პრობლემები მას შემდეგ დადგა, რაც მაღაროელებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას -შიმშილობას და პირის ამოკერვას მიმართეს.
ივნისის დასაწყისში, მთელი ჭიათურა საპროტესტო ტალღამ მოიცვა.
ხელფასის 50%-ით გაზრდის მოთხოვნით ჭიათურის მერიის შენობის წინ ათობით მაღაროელი 11 დღის განმავლობაში შიმშილობდა.
საბოლოოდ, „საქნახშირი“ ანაზღაურების 35%-ით მომატებას დათანხმდა, რაც გაფიცულებისთვის მისაღები აღმოჩნდა და კომპანიასთან 8 პუნქტიანი შეთანხმება გააფორმეს. შეთანხმებით "საქნახშირმა" მაღაროელების კიდევ რამდენიმე მოთხოვნის დაკმაყოფილების ვალდებულება აიღო.
საქართველოს პროკურატურამ სამტრედიაში, 2024 წლის 11 აგვისტოს წინასაარჩევნო ღონისძიებაზე მომხდარი ძალადობის ფაქტზე სამ პირს ბრალი წაუყენა.
წყალტუბოში, ყოფილი სანატორიუმ „თბილისის“ შენობის რეკონსტრუქცია 2022 წელს დაიწყო და სამუშაოების დასრულება თავდაპირველად სამ წელში იყო დაგეგმილი.




მასალის გამოყენების პირობები