ახალი ამბები
ქუთაისში პანო კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეიტანეს
FaceBook
ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე არსებული კერამიკული პანო, იგივე ჰორელიეფი კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეიტანეს.

პანო კერამიკაშია გაკეთებული და იმ პერიოდის ყოფილი საბჭოეთის მასშტაბით უნიკალურ ნაკეთობად მიიჩნევა. ის ქუთაისის ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიას 26 წელია ამშვენებს. კედელი, პანო ცნობილია სახელწოდებით - "ჩემი ქვეყანა".

მასზე მუშაობა ავტორმა ბერნარდ ნებიერიძემ 1982 წელს დაიწყო, სამუშაო 10 წელი გაგრძელდა. მისი დასრულება და სამუშაოს დიდი ნაწილის შესრულება, ბერნარდ ნებიერიძის გარდაცვალების გამო, თანაავტორ ვაჟა ქუთათელაძეს მოუწია.

"ჰორელიეფი ერთგვარი ისტორიაა აიეტიდან დაწყებული მეოცე საუკუნის მნიშვნელოვანი სახეებით დასრულებული", - აღნიშნავს ვაჟა ქუთათელაძე.
Print