ქუთაისში, ტაბიძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების შეჩერებასთან დაკავშირებით მერია განმარტებებს აკეთებს.
"ტაბიძის ქუჩაზე სამუშაოებს ასრულებს შპს "ჯეო სერვისი", რომელსაც დაქირავებული ჰყავს კონტრაქტორი ფირმა. კონტრაქტორი ფირმა აღნიშნულ ქუჩაზე აწარმოებდა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. ამ ორ კომპანიას შორის წარმოიშვა გაურკვევლობა, თუმცა, საკითხების გარკვევაში ჩართულია ქალაქის მერია და უახლოეს პერიოდში გადაწყდება პრობლემა. ჩვენ მაქსიმალურს ვაკეთებთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს სამუშაოები. არსებობს მოსაზრებები, თითქოს და ქალაქის მერიამ არ გადაიხადა თანხა და ამიტომ შეჩერდა მუშაობა, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს," - განაცხადა ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ბექა ყურაშვილმა.
რა გახდა სამუშაოების შეჩერების რეალური მიზეზი, უცნობია. ქუთაისიპოსტი სამუშაოების შემსრულებლ კომპანია შპს „ჯეო სერვისის“ დირექტორთან, თამაზ კვინიკაძესთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა, მას ტელეფონი გამორთული აქვს.
გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაეობი ერთ თვეზე მეტია მიმდინარეობს. სამუშაოებისთვის 1 163 364 ლარი იხარჯება.
საქართველოს პროკურატურამ სამტრედიაში, 2024 წლის 11 აგვისტოს წინასაარჩევნო ღონისძიებაზე მომხდარი ძალადობის ფაქტზე სამ პირს ბრალი წაუყენა.
წყალტუბოში, ყოფილი სანატორიუმ „თბილისის“ შენობის რეკონსტრუქცია 2022 წელს დაიწყო და სამუშაოების დასრულება თავდაპირველად სამ წელში იყო დაგეგმილი.




მასალის გამოყენების პირობები