დილიდან გარბენი მოეწყო ავტოქარხნის ხიდიდან კიკვიძის სახელობის
სკვერამდე, რომელშიც კადეტთა სამხედრო ლიცეუმის, საჯარო და
კერძო, ასევე სპორტული სკოლების მოსწავლეები
მონაწილეობდნენ.
11 საათიდან ღონისძიებებმა ქალაქის ცენტრალურ ბულვარში გადმოინაცვლა,
სადაც მოზარდებისთვის ატრაქციონები მუშაობს, ტარდება სხვადასხვა
გასართობი ღონისძიებები.
ქუთაისის მერიის ორგანიზებით, ბავშვთა დაცვის დღესთან
დაკავშირებით, მთელი დღის განმავლობაში უფასოდ იმუშავებს 16
ატრაქციონი ბესიკ გაბაშვილის სახელობის პარკში.


1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღედ 1925 წელს, ჟენევის
საერთაშორისო კონფერენციაზე გამოცხადდა, თუმცა, პირველად ეს დღე
1959 წელს აღნიშნეს.
აშშ-ის კოლუმბიის ოლქის ფედერალურმა სასამართლომ ENKA-ს სასარგებლოდ მიღებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულება დაუშვა.
იმერეთის ორ მუნიციპალიტეტში — წყალტუბოსა და ბაღდათში — ახალი სასწავლო წელი რამდენიმე საჯარო სკოლამ პირველკლასელების გარეშე დაიწყო.




მასალის გამოყენების პირობები