ვთვლი, რომ მსგავსი, მოსაზრებები
და სიძულვილის ენით საუბარი მიუღებელია საჯარო მოხელის მხრიდან და
დაუყოვნებლივ უნდა ჩამოშორდეს სახელმწიფო უწყებას" - აღნიშნულია
პეტიციაში, რომლის ადრესატი საქართველოს
მთავრობაა.
თავის მხრივ, დეპუტატი ნანა კოსტავა აცხადებს, რომ უფლებამოსილების შეწყვეტას არ აპირებს. "რადგან მართალი ვარ ჩემი ქვეყნის, ჩემი ხალხის და სალომე ბარკერის წინაშე. ეს იყო უბრალოდ იმის დანაშაული, რომ ინფორმაციას არ ვფლობდი ბოლომდე (ტრაგედიის შესახებ რედ.) მე თვითონ, ჩემით არაფერს არ დავწერ და თქვენ, რაც გინდათ ის გააკეთეთ, გინდა იმპიჩმენტი და რაც გინდათ ის", – განაცხადა ნანა კოსტავამ.
საქართველოში სულ 3,617 სოფელია, აქედან 3,417 დასახლებულია, ხოლო 200 — დაუსახლებელი (ანუ სოფელი, სადაც მუდმივი მოსახლეობა არ ფიქსირდება) ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის (2024) დაზუსტებულ მონაცემებში.
საქართველოს 2024 წლის აღწერის შედეგების მიხედვით, კლების ტენდენცია გამოვლინდა. მოსახლეობის რიცხოვნობის მიხედვით, ყველაზე კლებად მუნიციპალიტეტებს წარმოადგენენ მაღალმთიანი აჭარა, ასევე ცაგერის, წყალტუბოს, ტყიბულისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტები.




მასალის გამოყენების პირობები