საქართველოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის
დეპარტამენტი ტყიბულში ქვანახშირის კარიერზე მიწის ჩამოშლით გამოწვეულ
უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით განმარტებას
აკეთებს.
55 წლის ნუგზარ ხვადაგიანი ე.წ. სტალინის
უბანში ქვანახშირის გარე მოპოვების კარიერზე ჩამოშლილმა მიწის
მასამ 27 მაისს იმსხვერპლა.
კარიერზე, სადაც ტრაგედია მოხდა ქვანახშირის მოპოვებითი სამუშაოები
2018 წლიდან ოფიციალურად შეჩერებულია.
ამ ფაქტზე "საქნახშირმა" განაცხადა, რომ დახურულ კარიერებზე
წიაღისეულის ფარულად მოპოვების შემთხვევების აღკვეთის მიზნით
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს მიმართა, თუმცა მათ
მიმართვას რეაგირება არ მოყოლია.
ტყიბულის კარიერზე მეშახტის
გარდაცვალების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე
გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც
სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის
დარღვევას გულისხმობს.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.




მასალის გამოყენების პირობები