ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი, ნანა კოსტავა ჟურნალისტ სალომე ბარკერს, რომლის 16 წლის დაც რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხში, მდინარეში დაიხრჩო, პოსტს უძღვნის.
დეპუტატმა ფეისბუკის გვერდზე სალომე ბარკერის ვიდეო გააზიარა, სადაც ჟურნალისტი თითზე გაკეთებული პრეზერვატივით ჯვარს გამოსახავს.
თავად დეპუტატი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ქუთაისის საკრებულოში
კი ამბობენ, რომ განმარტება კოსტავამ უნდა გააკეთოს, რადგან
პოსტის ავტორი თავადაა.
სალომე ბარკერის და, 26 მაისს, ლაგოდეხში, „ნინოსხევის ჩანჩქერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარეში ჩავარდა და სწრაფმა დინებამ წაიღო. სკოლის მოსწავლეები ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ.
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობისას მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
ქუთაისში, მაშველებმა სამშენებლო კონსტრუქციის ქვეშ მოყოლილი მუშა ამოიყვანეს, თუმცა მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.




მასალის გამოყენების პირობები