ახალი ამბები
ვახტანგ ცაგარელი 109 ხის მოჭრაზე: ეს იყო მინიმალური აუცილებლობა
FaceBook

ფონდი „ქართუს“ პროგრამების ხელმძღვანელის, ვახტანგ ცაგარელის განცხადებით, წითელ წიგნში შეტანილი 109 ხიდან, რომლებიც ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სამშენებლო ტერიტორიაზე ამოიღეს, უმრავლესობა დაზიანებული იყო.


ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე, სადაც დეპუტატებმა უნივერსიტეტის განაშენიანების გეგმის კორექტირებული ვარიანტი დაამტკიცეს, ცაგარელმა თქვა, რომ ეს იყო მინიმალური აუცილებლობა, რასაც სამშენებლო პროცესში თავიდან ვერ აიცილებდნენ.


„ნამდვილად იყო ეს 109 ხე წითელ წიგნში შეტანილი და ამას ვერ უარვყოფ, მაგრამ ეს იყო ის მინიმალური აუცილებლობა, რასაც ვერ ავიცილებდით თავიდან.ამ ხეების 70% იყო გამხმარი და დაზიანებული. მათი ამოღება ბუნებიდან მოხდა კანონის სრული დაცვით და გარკვეული ეტაპის შემდეგ იქ მოხდება ხე-მცენარეების დარგვა“, - განაცხადა ცაგარელმა ქუთაისის საკრებულოს


ფონდის პროგრამების ხელმძღვანელმა უნივერსიტეტის სამშენებლო ვადებზეც ისაუბრა. მისი თქმით, 2020 წელს მხოლოდ  1000 სტუდენტის მიღება იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა  ორი თვის წინ,  ჯერ არაშენებული უნივერსიტეტის რექტორი, თემურ მურღულია ამბობდა, რომ პირველ წელს  უნივერსიტეტის მასშტაბები  2000 სტუდენტსაც გასწვდებოდა.


მუხნარის
ტყის ტერიტორიაზე 60 000 სტუდენტზე გათვლილი უნივერსიტეტის მშენებლობის დაპირება ხელისუფლებამ 2016 წელს გასცა. დაპირების მიხედვით, სტუდენტთა პირველი ნაკადი უნივერსიტეტს 2019 წელს უნდა მიეღო, თუმცა, წლიდან წლმდე მშენებლობის ვადები იზრდება, მასშტაბები კი პირიქით-მცირდება.


ამავე თემაზე:

ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობისთვის წითელ ნუსხაში შეტანილი ხეების ამოღების უფლება გაიცა

უნებართვო მშენებლობა და ტექნოლოგიური უნივერსიტეტისთვის დათმობილი სპორტული მოედანი

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.