აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა და ყოფილმა დეპუტატმა, ომარ ნიშნიანიძემ გემის მშენებლობა თითქმის დაასრულა.
ნიშნიანიძე „არგოს“ გაშვებას მდინარე რიონში 2 ივნისს გეგმავს.
პროფესორი ამბობს, რომ მისი მიზანი კოლხეთის ისტორიის გაცოცხლებაა.
თეატრალური სანახაობის შემდეგ, გემი ყოფილი დეპუტატის მიერ მოწყობილ არგონავტიკის მუზეუმში დაიდებს ბინას.
ნიშნიანიძე ამბობს, რომ "არგო" მდგრადი და უსაფრთხო
იქნება. თუმცა, მდინარე რიონში, მცირეწყლიანიობის გამო,
რეგულარული რეისების შესრულება ვერ მოხერხდება.
მერვე მოწვევის პარლამენტის წევრმა, "არგოს" მშენებლობის დაწყებამდე,
ჯერ კიდევ 2013 წელს ქუთაისში, მდინარე რიონზე პორტის მოწყობის იდეა
გააჟღერა. მისი თქმით, ქუთაისს აქვს შესაძლებლობა საპორტო ქალაქად
იქცეს. დეპუტატი მაშინ ამ იდეის გამო საზოგადოებამ მწვავედ
გააკრიტიკა.
ამავე თემაზე:
ქუთაისში პორტის მოწყობის იდეის ავტორი გემს აშენებს
(ვიდეო)
ქუთაისში, ყოფილი სასტუმრო „თბილისის“ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
საქართველოს პროკურატურამ სამტრედიაში, 2024 წლის 11 აგვისტოს წინასაარჩევნო ღონისძიებაზე მომხდარი ძალადობის ფაქტზე სამ პირს ბრალი წაუყენა.




მასალის გამოყენების პირობები