ახალი ამბები
მაცივრის კარი და ბამბუკები – საპროტესტო აქცია მერიასთან
FaceBook
ქუთაისის მერიის შენობასთან კაფე–ბარ  ,,სავანეს'' მეპატრონეებმა აქცია გამართეს.

კვების ობიექტის მეპატრონეებმა სიმბოლურად ბამბუკები მიიტანეს.  

"სიმბოლურია ჩვენი პროტესტი  დამოუკიდებლობის დღეს, რადგან  გვართმევე დამოუკიდებლობას. ჩვენ აქ  მოვიტანეთ  ბამბუკები და მაცივრის კარი, რადგან მერიის იურისტმა გვითხრა, რომ თითქოს ბამბუკების გარდა მაცივრებიც იყიდეთო. იქნებ, მერიის თანამშრომლებმა ხანდახან მაინც შეაღონ კარი, რათა ბოლომდე არ გაეყინოთ ტვინები. ჩვენი მოთხოვნაა, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ზედამხედველობის სამსახურიდან ყველა უკანონო ბრძანების შემსრულებელი თანამშრომელი, წინაღმდეგ შემთხვევაში ჩვენ პროტესტს უფრო ფართო მასშტაბებს მივცემთ'',  - განაცხადა კაფე–ბარ ,,სავანეს'' ერთ–ერთმა მეპატრონემ გიორგი ტურაბელიძემ.

კაფე "სავანე" და ქუთაისის მერია 2002 წლიდან სასამართლო დავაში არიან.

კაფის მეპატრონეები აცხადებენ, რომ მერია მათ იმ მიწის ნაკვეთს ედავება, რომელიც 1995 წელს შეისყიდეს.

ქუთაისის მერიაში კი  ამბობენ, რომ სადავო მიწის ნაკვეთი "სავანესი" ვერასდროს იქნებოდა, რადგან ის სკვერის ნაწილია.


კაფე "სავანემ " რომელიც ქუთაისის მერიამ  კაფის ტერიტორიაზე მაგიდებისა და სკამების განთავსების გამო 2000 ლარით დააჯარიმა, სასამართლო პროცესი მოიგო.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მალხაზ ჩუბინიძემ,   კაფის მეპატრონეების დაჯარიმებას მერიის მიერ მათ მიმართ შურისძიება უწოდა და განაცხადა, რომ მერიამ ჯარიმა არამართლზომიერად გამოწერა.

"მერიის მხრიდან ეს გავდა შურისძიებას, რადგან ეს უფრო იყო გარევაჭრობის შესახებ კანონის დარღვევა და არა საზოგადოებისთვის ბარიერის შექმნა. მით უფრო, რომ არც ერთ მოქალაქეს მერიაში ამის შესახებ საჩივარი არ შეუტანია", - განაცხადა მალხაზ ჩუბინიძემ.



ამავე თემაზე:


საკადასტრო რუკიდან გამქრალი შენობა -ართმევენ თუ არა „სავანეს“ ქონებას?!

"აქ მოვედით ბამბუკებით და არა გვირილებით "- კაფე "სავანეს " პროტესტი


კაფე, რომლის მეპატრონეები, მერიას ობიექტის წართმევაში ადანაშაულებენ, დაიკეტა


ქუთაისში კაფეს მეპატრონეები მერიას ობიექტის წართმევის მცდელობაში ადანაშაულებენ

კაფე "სავანემ " ქუთაისის მერიას სასამართლო დავა მოუგო

ავტორი: ლილე ჩაკვეტაძე
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.