ახალი ამბები
"ხალხის ნაკადი ყოველდღე იზრდება" - გაფიცვის მე-8 დღე ჭიათურაში
FaceBook
ჭიათურის შპს "ჯორჯიან მანგანეზის" სამთო გამამდიდრებელი კომბინატის მუშების გაფიცვა გრძელდება.

ჭიათურის მერი ეტაპობრივად შეხვედრებს მართავს, თუმცა უშედეგოდ. შეთანხმების გარეშე დასრულდა 23 მაისს გამართული შეხვედრა მაღაროელებსა და "ჯორჯიან მანგანეზის" ადმინისტრაციას შორის. 

"მიმდინარეობს მოლაპარაკებები, ეს პასუხი იყო გამოტანილი, სხვა არაფერი. ხალხის ნაკადი ყოველდღე იზრდება, იმატებს. სამმა ადამიანმა პირიც ამოიკერა", - ამბობს რომან კუპატაძე.

ამ დრომდე გაფიცულებს მერიის წინ კარვები აქვთ გაშლილი, მაღაროებში შეჩერებულია საწარმოო პროცესიც. აქციის მონაწილეების ნაწილი ქალაქის შემოსასვლელში დგას და კომპანიის მძიმეწონიან მანქანებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევს.

გაფიცულების მოთხოვნები უცვლელია - ხელფასის 50 პროცენტით გაზრდა, ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორება, კვებისა და ჯანდაცვის პირობების გაუმჯობესება.


"ჯორჯიან მანგანეზის" სამთო გამამდიდრებელ კომბინატში ე.წ ვახტური რეჟიმით მომუშავე მაღაროელებმა გაფიცვა მიმდინარე წლის 15 მაისს დაიწყეს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.