ახალი ამბები
მაღაროელთა მხარდასაჭერად ჭიათურის საბაგირომ მუშაობა შეაჩერა
FaceBook
შიმშილობისა და პროტესტის მე-7 დღეს, ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებს საბაგიროსა და ტრესტის თანამშრომლები შეურთდნენ.

ჭიათურის საბაგიროში დასაქმებულების თქმით, "ჯორჯიან მანგანეზი" გამუდმებით უგზავნის სმს-ეს, სადაც ეუბნებიან, არ აყვნენ პროვოკაციას და არ შეუერთდნენ აქციას. წინააღმდეგ შემთხვევაში ხელფასების შეუწყდებათ შრომითი ხელშეკრულება. 



"ვიცით, რომ ხალხს ემსახურება ის, მაგრამ იძულებულები გავხდით გაგვეჩერებინა, რადგან  იქ უნდა ვიყოთ, სადაც ჩვენი მეუღლეები, ძმები და შვილები დგანან. არ ვიცი რა იქნება ზეგ", - ამბობს ითხვისის საბაგიროს თანამშრომელი, მაია აბესაძე.

გაფიცულების თქმით,  არ დაიშლებიან, ვიდრე მოთხოვნები არ დააყოფილდება.

"ჩვენი შეშინება უნდათ, მაგრამ არ გვეშიანია.  მათ უნდა ეშინოდეთ, რომ არ მოვითხოვოთ მათი წასვლა აქედან. უკვე ორო დღეა ერთი და იგივე სმსებს გვიგზავნიან, მაგრამ ჩვენი პასუხი რა არის? არის ის, რომ დღეს უფრო მეტნი ვართ, ვირე ვიყავით გუშინ და ხვალ კიდევ მეტი ვიქნებით", - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე. 

მაღაროელები ამბობენ, რომ კომპანიის მიერ შეთავაზებული ხელფასების 25%-იანი მატება ტყუილია და მათ მხოლოდ 15%-იას ზრდას სთავაზობენ, რომელსაც საშემოსავლოც გამოაკლდება.
ჭიათურელების თქმით ეს არსებულ მდგომარეობას არ შეცვლის.

ჯორჯიან მანგანეზის 15 თანამშრომელი უკვე მეშვიდე დღეა შიმშილობს. გარდა ამისა გაფიცულია დაახლოებით 150 დასაქმებული, რომლებიც ე.წ. ვახტური რეჟიმით მუშაობდნენ.

კომპანია მზად არის მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე, თუმცა ეს პირობა გაფიცულებისთვის მიუღებელია.

პარალელურად, თავის მხრივ უკანონო გაფიცვაში მონაწილეობისთვის გაფიცულების წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს ჯორჯიან მანგანეზი.

 



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.