ზაალ ჩაჩავამ, რომელმაც „ტორპედო“ 2017 წელს აუქციონზე შეისყიდა, რამდენიმე დღის წინ განაცხადა,რომ გუნდში ფინანსური პრობლემებია, რის გამოც, შესაძლოა, უარი თქვას კლუბის ინვესტირებაზე.
მან კლუბში შექმნილი პრობლემები ჩინური კომპანიის მიერ
კლუბთან გაფორმებული ხელშეკრულების გაწყვეტით ახსნა. მისი
თქმით, „ჰუალინგ ჯგუფმა“ დაფინანსებაზე უარი
განაცხადა.
ჩაჩავამ
ქუთაისის „ტორპედო“ ერთხელ უკვე დატოვა.
2016 წელს ჩაჩავა, რომელიც "ტორპედოს" პრეზიდენტად შვიდი
თვის დანიშნული
იყო, კლუბიდან წავიდა. მაშინ გუნდი ჯერ კიდევ მერიის საკუთრებაში
იყო, ჩაჩავა კი კლუბში სწორედ ინვესტიციის ჩადების პირობით მოვიდა,
თუმცა, ქუთაისის მაშინდელ ხელისუფლებასთან შეთანხმება ვერ
მოახერხა.
ქუთაისის მერიამ მალევე "ტორპედო" აუქციონზე
გაიტანა და მისი მფლობელი ჩაჩავა უკვე ოფიციალურად გახდა.
სამი წლის შემდეგ ქუთაისური კლუბი, შესაძლოა, კვლავ
ინვესტორის გარეშე დარჩეს.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ41 (გომი-კორბოული) მონაკვეთზე, სატვირთო ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება.




მასალის გამოყენების პირობები