ახალი ამბები
ქუთაისში ქალმა თვითმკვლელობა სცადა
FaceBook

ქუთაისში შუახნის  ქალმა თვითმკვლელობა სცადა.



ლია ჯოჯუამ ფოტო ატელიეში, თავის სამუშაო ადგილზე,  საკანცელარიო დანით ხელზე დაზიანებები მიიყენა.  ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.


ლია ჯოჯუა  აცხადებს,  რომ 13 წელია ამ ადგილზე მუშაობს, რომელიც ერთ -ერთი კორპუსის სადარბაზოშია გახსნილი.


სამეწარმეო საქმიანობის სანაცვლოდ იგი წმინდა ნინოს #6-ში მდებარე კორპუსის  მცხოვრებლებს იჯარის თანხას უხდიდა. გასულ წელს  კი თანხის ნაწილის გადახდა ვერ შეძლო და  ახლა  ფართის დაცლას სთხოვენ.  თუმცა,  ჯოჯუა ამბობს, რომ  რეალური მიზეზი ეს არ არის და სინამდვილეში კორპუსის ერთ-ერთი მცხოვრები,  გელა ბუნტური  ჯოჯუების საკუთრებაში არსებული  შენობის (წმინდა ნინოს #6-ის მოპირდაპირე მხარეს) შეძენით დაინტერესებულ პირებს გაურიგდა. ორსართულიანი შენობა, რომელიც ლია ჯოჯუას თქმით,  მისმა მეუღლემ 80-იან წლებში ააშენა, იმ კომერციული ფართის წინ მდებარეობს, სადაც თავად მუშაობს.


ვინ არის დაინტერესებული, როგორც თავად ჯოჯუა საუბრობს, მისი მეუღლის მიერ აშენებული შენობის შეძენით და ვის გაურიგდა ბუნტური, ამაზე პასუხი არ აქვს. თუმცა, ამბობს, რომ ბუნტურის მოთხოვნა ფართის დაცლის შესახებ და აღნიშნულ შენობასთან უცნობი პირების გამოჩენა ერთმანეთს საეჭვოდ დაემთხვა.


„გელა ბუნტურს აქვს დავალებული, რომ მე აქედან გამაგდოს. 30 მარტს  რამდენიმე პირი იყო მოსული და შენობის დანგრევა დაიწყეს. მე გავაპროტესტე, მოვიდა პოლიცია და შეწყვიტეს ნგრევა. ამის კადრებიც არსებობს. კაზინოა აქვე და იმის კამერების ჩანაწერები აქვს პოლიციას. 13 წლის წინ მე აქ კონკრეტული პირობით შემოვედი, რომ მეზობლებისთვის სადარბაზო უნდა გამერემონტებია.   გავარემონტე და 50 დოლარასაც ვიხდიდი თვეში. გასულ წელს რამდენიმე თვის დავალიანება დამიგროვდა. წელს ვიხდიდი, ერთი თვე არ ჩამიგდია. რამდენიმე დღის წინ მოვიდა ბუნტური და მითხრა, აქედან უნდა წახვიდეო. ზუსტად ვიცი, იმათ გაურიგდა, ვისაც ჩემი მეუღლის აშენებული შენობის წართმევა უნდა. მე კი იმიტომ მაგდებენ, რომ აქ პროცესს ვერ ვადევნო თვალი“,- ამბობს ლია ჯოჯუა.


ჯოჯუას თქმით, მისი მეუღლის მიერ აშენებულ შენობაზე დავა 15 წლის წინ დაიწყო. მეუღლის  გარდაცვალების შემდეგ  თანხა შესთავაზეს, მაგრამ შენობის დათმობაზე უარი განაცხადა. ახლა კი მისი თქმით, ისევ ცდილობენ ქონების  წართმევას.


ჯოჯუასა და ბუნტურს შორის დაპირისპირება რამდენიმე დღეა გრძელდება. ლია ჯოჯუამ იგივე მიზეზით თვითმკვლელობა ორი დღის წინაც სცადა. მან დიდი რაოდენობით მედიკამენტები დალია. სასწრაფო დახმარებამ იგი საავადმყოფოში გადაიყვანა. პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა გელა ბუნტური.


ბუნტური ამბობს, რომ ლია ჯოჯუა არაკეთილსინდისიერი გადამხდელია და მან ფართი უნდა  დატოვოს.


„ორჯერ მიმიყვანა პოლიციაში. მოიგონა თითქოს ბოთლი ვესროლე. არაფერი მსგავსი არ ყოფილა. მივედი და ვუთხარი აქედან უნდა წახვიდეთქვა. ვიდეოც გადავიღე მერე რომ რამე არ მოეგონა.  არის არაკეთილსინდისიერი გადამხდელი და უნდა დატოვოს ფართი“,-ამბობს გელა ბუნტური.


წმინდა ნინოს #6-ში სულ 6 ოჯახი ცხოვრობს.  ქუთაისიპოსტმა ოთხ მათგანთან შეძლო გასაუბრება. სამსართულიანი კორპუსის ბოლო სართულზე მცხოვრები ცანავებისა და სიგუების ოჯახი ამბობს, რომ  ლია ჯოჯუას წავსლას კატეგორიულად არ მოითხოვენ, თუმცა, ამბობენ, რომ  თანხის გადახდას ხშირად აგვიანებს და უმჯობესი იქნება  თუ წავა.


ბუნტურებისა და გიორგაძეების ოჯახი კი  ჯოჯუას მიერ ფართის დაცლას დაუყოვნებლივ მოითხოვს.


ფოტო-ატელიეს  დაცლას არ აპირებს თავად ლია ჯოჯუა. იგი ამბობს, რომ თუ სამეზობლო გადაწყვეტილებას არ შეცვლის,  თავის მოკვლას ისევ შეეცდება.

FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ცენტრალური საარჩევნო კომისიის
პირველადი მონაცემებით, იმერეთის ოთხ მუნიციპალიტეტში გამართულ
საკრებულოს შუალედურ არჩევნებში  
15:52 / 20.05.2019
ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემებით, იმერეთის ოთხ მუნიციპალიტეტში გამართულ საკრებულოს შუალედურ არჩევნებში  "ქართული ოცნების" კანდიდატებმა გაიმარჯვეს.
15:49 / 20.05.2019

"თავისუფალი საქართველოს"  ზესტაფონის  მერობის კანდიდატმა გოგი წულიამ, რომელმაც კენჭისყრის დასრულებამდე ორი საათით ადრე თავი ზესტაფონის მერად გამოაცხადა, ამომრჩეველთა ხმების 5.81 პორცენტი მიიღო (1475  ხმა).

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
დღის სიახლეები
"თავისუფალი საქართველოს"  ზესტაფონის  მერობის კანდიდატმა გოგი წულიამ, რომელმაც კენჭისყრის დასრულებამდე ორი საათით ადრე თავი ზესტაფონის მერად გამოაცხადა, ამომრჩეველთა ხმების 5.81 პორცენტი მიიღო (1475  ხმა).
საბჭოთა კავშირის დაშლა საქართველოსთვის კარგი მოვლენა იყო თუ ცუდი? -  NDI-ს მიმდინარე წლის მარტი-აპრილის თვეში ჩატარებულ კვლევაში ამ კითხვას   სამიათასამდე სრულწლოვანმა მოქალაქემ უპასუხა.
ეროვნულ- დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და CRRC-საქართველოში ჩატარებული ბოლო კვლევის თანახმად კითხვას -  რატომ ევროპა?  გამოკითულთა 66% ეკონომიკის გაუმჯობესების საკითხს უკავშირებს.
ეროვნულ- დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და CRRC-საქართველო 2019 წლის მარტი-აპრილის პერიოდის კვლევას აქვეყნებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასაველთ საქართველოში და მათ შორის იმერეთის რეგიონში, 22-დან 26 მაისსის ჩათვლით წვიმაა მოსალოდნელი.
ზესტაფონსა და ჭიათურაში 19 მაისს გამართულ  მერების რიგგარშე არჩევნებზე ხმების უმრავლესობა მმართველი გუნდის მიერ  წარდგენილმა კანდიდატებმა -  გიორგი გოგლიჩიძემ  და გივი მოდებაძემ მიიღეს
ქუთაისში 26 მაისს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი.
ზესტაფონსა და ჭიათურაში მიმდინარე მერის რიგგარეშე არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი 20:00 საათზე შეწყდა. ამ დროისთვის ყველა საარჩევნო უბანი დახურულია.