“სოკარ გაზის” ინფორმაციით, ქუთაისის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება.
“სოკარი”
აბონენტებისთვის გაზმომარაგების შეწყვეტის მიზეზად გაზსადენზე
მიმდინარე სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოებს ასახელებს.
გაზით მომარაგება ადგილობრივებს 14 მაისს, 00:30-დან 18:00
საათამდე შეეზღუდება. გაზმომარაგება ქუთაისთან ერთად ხონსა და
ხარაგაულშიც შეწყდება.
შეზღუდვები ქუთაისის, ხონის და ხარაგაულის შემდეგ ქუცებს შეეხება:
ავტომშენებლის №1, 2, 4ა, 6, 8, 10, 12; ზ. ჭავჭავაძის, ანა
კალანდაძის, არჩილ კოსტავას, ბაღდათის, ბელიაშვილის, ბრეგაძის,
ნიკოლაძის, გაგრის, გორა საქუსლიას, გუნიას, დედაენის, დოდო აბაშიძის,
ვეფხისტყაოსნის, ზურაბ კუხიანის, თამარაშვილის, თერჯოლის, ხვიჩიას,
კოლხეთის, ლებანიძის, მ. მაჭავარიანის, მაჩაბელის, სულაბერიძის,
ქორქიას, ოჩამჩირის, პოზნანის, ჟიტომირის, ჭიაურელის, სააკაძის,
სამტრედიის, საჩხერის, ფურცელაძის, ქიაჩელის, ღვინიანიძის,
შერვაშიძის, ძმები ფრუიძეების, წმ. ლუკას, წმ. საბას ქუჩებს.
კომპანია “სოკარ ჯორჯია გაზი” აბონენტებს ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტისთვის და მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.
„დაახლოებით ხუთი დღის წინ ტრაქტორი მოიყვანეს და სამუშაოების დაწყებას აპირებდნენ, თუმცა მოსახლეობამ ამის საშუალება არ მისცა“,
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობაზე მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ, რომელსაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, შრომის ინსპექციამ ობიექტზე სამუშაოები შეაჩერა.




მასალის გამოყენების პირობები