ახალი ამბები
,,გაუფრთხილდი სიცოცხლეს" - კონფერენცია ქუთაისში
FaceBook
ქუთაისში გაეროს საგზაო უსაფრთხოების კვირეულის ფარგლებში კონფერენცია ჩატარდა, რომლის მთავარი გზავნილი: ,,გაუფრთხილდი სიცოცხლეს" ,,ხმა აიმაღლე" იყო.
"ეს კამპანია სამი თვის წინ დაიწყო, ორგანიზაცია საგზაო უსაფრთხოება საქართველოში და მათთან თანამშრომლობით ჩვენ, ქუთაისის მაშტაბით შევკრიბეთ ახალგაზრდა ლიდერები, რომლებიც ამ მიმართულებით იყვნენ დაინტერესებული, მათ გაიარეს ტრენინგი, ამის შემდეგ დაიწყეს ე.წ. ქალაქის მასშტაბით შავი წერტილების ძიება და მოამზადეს საინფორმაციო მასალა, დღევანდელი კამპანიის მთავარი თემა სწორედ ახალგაზრდების მოკვლეული  მასალის წარდგენაა", – განმარტა განათლების განვითარების და დასაქმების გამგეობის თავჯდომარემ ლია კილაძემ.


თამბაქოს მოწევა მანქანის მართვის დროს, ძველი და უსუფთაო ავტობუსები, შშმ პირებისთვის არაადაპტირებული ტრანსპორტი - ეს ის პრობლემებია, რომლებზეც მოსწავვლეებმა თავიანთ პრეზენტაციებში გაამახვილეს ყურადღება. პრობლემის გადაჭრის საშუალებად კი, სატენდერო პირობების გამკაცრება და ტრანსპორტის მერიის დაქვემდებარებაში გადასვლა მიაჩნიათ. მათი თქმით, ამ გზით საზოგადოება კერძო კომპანიების თვითნებობისგან დაიცავს თავს.


ავტორები: თიკო ჩაკვეტაძე   ლილე ბერაძე



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.