ახალი ამბები
ადგილობრივი თვითმმართველობა 100 წლის წინ - აღმოაჩინე უცნობი მემკვიდრეობა
FaceBook

 

2018 წელს პირველი, დემოკრატიულად არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობების შექმნიდან 100 წელი გავიდა.


100 წლის წინ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში შეიქმნა თვითმმართველი ქალაქები, თვითმმართველი მაზრები და წვრილი სათემო თვითმმართველობები. ამ თემასთან დაკავშირებით, 15 მაისს 15:00 საათზე ქუთაისში, აკაკი წერეტლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება გამოფენა, ისტორიკოსების ირაკლი ხვადაგიანისა და დავით ლოსაბერიძის მცირე ლექციები და  დოკუმენტური ფილმის „ინიციატივა არ ისჯება“ ჩვენება. დოკუმენტური ფილმი XX საუკუნის დასაწყისში საქართველოში, სათემო ინიციატივებისა და თვითორგანიზებული მოძრაობების განვითარებას შეეხება.  ჩვენებას გაუძღვება მკვლევარი ანა მარგველაშვილი.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 1918-21 წლების თვითმმართველი ორგანოების შესახებ მასალები, რომლებიც ეროვნულ არქივში, ეროვნულ ბიბლიოთეკაში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის საზოგადოებრივ არქივშია დაცული; მასალები თვითმმართველობის პირველი არჩევნების ისტორიის შესახებ - საარჩევნო სიები და ბიულეტენების ნიმუშები, მოსახლეობის რაოდენობის სტატისტიკის ამსახველი დოკუმენტები.

გამოფენაზევე დარიგდება დავით ლოსაბერიძის მიერ მომზადებული ნაშრომი - „ადგილობრივი თვითმმართველობა 100 წლის წინ“ და ირაკლი ხვადაგიანის (საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია) ნაშრომი „ერობა“. საქართველოს ეროვნულ არქივში დაცულ წარმოდგენილ მასალებზე ისტორიკოსებმა დავით ლოსაბერიძემ, ირაკლი ხვადაგიანმა და ირაკლი ირემაძემ იმუშავეს.

ექსპოზიცია იმართება გერმანია-საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაკვეთითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით.  გამოფენას მხარს უჭერს საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.  გამოფენის პარტნიორიa საქართველოს ეროვნული არქივი, რეგიონებში გამოფენების ორგანიზატორია საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია.

საქართველოში თვითმმართველობის პირველი არჩევნები პირველი რესპუბლიკის პერიოდში სამ ეტაპად 1918, 1919 და 1920 წლებში ჩატარდა. იმ პერიოდში თვითმმართველობების წარმატებულ საქმიანობას უკავშირდება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის დაწყება, სოფლის მეურნეობისა და ადგილობრივი მრეწველობის განვითარება, სკოლებისა და ამბულატორიების ქსელების მოწყობა და სხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური თუ ეკონომიკური ცვლილებები. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, 100 წლის წინ დაიწყო ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების ადგილზევე, მოქალაქეების მიერ გადაწყვეტის პროცესი.

დამატებითი ინფორმაციისთვის: https://www.giz.de/en/worldwide/359.html GIZ-ისპროგრამა „ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში“


(R)

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.