ჭიათურა-საჩხერის გზასთან, დასახლებული პუნქტიდან ორი კილომეტრის დაშორებით მეწყერი ჩამოწვა.
ჩამოშლილმა მასამ ორ მთას შორის ჩამომავალი ღელე ჩაკეტა, რის შემდეგაც წყლის დაგუბება მოხდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ მოსახლეობის დატბორვის საშიშროება არ არსებობს, შესაბამისადმ ევაკუაცია საჭირო არ არის.
ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები.
„ვცდილობთ, ძალიან ფრთხილად მოხდეს დაგუბებული წყლის გაშვება, რათა არ
შეიქმნას პრობლემები“, - განმარტავენ საგანგებო სიტუაციების
მართვის სამსახურში.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.




მასალის გამოყენების პირობები