ახალი ამბები
კულტურული მრავალფეროვნება - global village ივენთი ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში
FaceBook
ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში ესტონეთიდან, ალჟირიდან, ბელორუსიიდან, ქუვეითიდან და უკრაინიდან ჩამოსულმა ახალგაზრდებმა ადგილობრივებს თავიანთი ქვეყნის კულტურა გააცვნეს.
შეხვედრაზე მყოფმა სტუმრებმა ქართულ კერძებთან და ტრადიციულ სამოსთან ერთად, ესტონეთის, ალჟირისა და უკრაინის ტრადიციული კერძები დააგემოვნეს, ასევე სხვა ქვეყნების ტრადიციული სამოსი დაათვალიერეს.
კულტურული მრავალფეროვნების გაზიარება ღონისძიების GLOBAL VILLAGE - ის ფარგლებში,  საერთაშორისო ახაგაზრდული ორგანიზაცია AIESEC (აისეკი) - ის ორგანიზებით მოეწყო.
"მოწვეული გვყავს სტუმრები, რადგან მათ გაიცნონ ჩვენი ქვეყნის კულტურა, მეორეს მხრივ, თავადაც გაგვაცნონ თავიანთი კულტურა და ტრადიციები. ასეთ შეხვედრებს აისეკი ყოველ წელს მართავს და კარგი იქნება, თუ მომდევნო წლებში ამ ღონისძიებაში უფრო მეტი ქვეყნის სტუდენტი ჩაერთვება," - ამბობს აისეკის წარმომადგენელი ქრისტინე გერგაია.
AIESEC (აისეკი) – მსოფლიოში ყველაზე დიდი ახალგაზრდული ორგანიზაცია, ახალგაზრდებისათვის წარმოადგენს საერთაშორისო პლატფორმას, რომელიც ეხმარება მათ, აღმოაჩინონ და განავითარონ საკუთარი პოტენციალი, იქონიონ დადებითი გავლენა საზოგადოებაზე", – ასეთია ორგანიზაციის არსის ოფიციალური განმარტება, რომელიც, მეორე მსოფლიო ომის დროს, რამდენიმე სტუდენტის მიერაა შექმნილი და დღეისათვის ყველაზე მასშტაბურია.
AIESEC - ის წარმომადგენლობა საქართველოში – "აისეკ საქართველო" 2006 წლიდან არსებობს და აქტიურად მუშაობს ქართველი ახალგაზრდების არაფორმალური განათლების მიცემისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ამაღლების კუთხით.
ქუთაისიპოსტი

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო,
განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით
შეზღუდულია.
12:21 / 02.05.2024
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო, განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით შეზღუდულია.
ქუთაისი, დღეს, 2 მაისს, ტრადიციულად,
11:31 / 02.05.2024
ქუთაისი, დღეს, 2 მაისს, ტრადიციულად, "გვირილობის" დღესასწაულს აღნიშნავს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.