ახალი ამბები
ზესტაფონში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი მამაკაცი გარდაიცვალა
FaceBook
შემთხვევა დღეს, დღის საათებში ქალაქის ცენტრალურ უბანში მოხდა.

ზესტაფონში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი შუახნის მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
შემთხვევა დღეს, დღის საათებში ქალაქის ცენტრალურ უბანში მოხდა.
შუახნის ასაკის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. თვითმხილველთა განცხადებით, მამაკაცი მეუღლის ნათესავმა, ვალის მოთხოვნის გამო დაჭრა. დაჭრილი მამაკაცი  მძიმე მდგომარეობით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა.
მომხდარ ფაქტს შს სამინისტროშიც ადასტურებენ. სამინისტროს პრეს-სამსახურის განმარტებით, დანაშაულში ეჭვმიტანილი პოლიციამ იქავე დააკავა.
როგორც ძალოვან უწყებაში აცხადებენ, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას ითვალისწინებს.
დეა მანაგაძე
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებულ მეწყრულ
პროცესებზე გეოლოგები პირველ კომენტარს აკეთებენ.
16:59 / 13.03.2026
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებულ მეწყრულ პროცესებზე გეოლოგები პირველ კომენტარს აკეთებენ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების ღვერკისა და ხემაღალის
მაცხოვრებლები, რომლებიც მეწყერმა დააზარალა, სასამართლოსა და
პროკურატურას მიმართავენ.
16:25 / 13.03.2026
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების ღვერკისა და ხემაღალის მაცხოვრებლები, რომლებიც მეწყერმა დააზარალა, სასამართლოსა და პროკურატურას მიმართავენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.