ზესტაფონის პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.
დაკავებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად,
სამართალდამცველებმა მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 13
საბრძოლო ვაზნა, გადაჭრილი ორლულიანი სანადირო თოფი - ე.წ. „აბრეზი“
და მცირეკალიბრიანი თვითნაკეთი რევოლვერი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით.
18 წელი გავიდა 2008 წლის აგვისტოს ომიდან — ომიდან, რომელმაც არაერთი სიცოცხლე შეიწირა, ოჯახები დაანგრია და ათასობით ადამიანს საკუთარი სახლიდან წასვლა აიძულა.
„ქუთაისიპოსტი“ კიდევ ერთ მიტოვებულ საბავშვო ბაღს გიჩვენებთ, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთი წელია მიტოვებულია.




მასალის გამოყენების პირობები