ახალი ამბები
თეთრ ხიდზე დაზიანებული მინა შეცვალეს
FaceBook

თეთრ ხიდზე ოთხი თვის წინ დაზიანებული მინა შეცვალეს.


ხიდზე რკინის ჯებირები ისევ დგას, თუმცა, მერიაში ამბობენ, რომ კონსტრუქცია დღის ბოლომდე მოიხსნება.



მინის შესაცვლელად მერიამ 1 500 ლარი დახარჯა.


მერიამ სამუშაოებისთვის ხელშეკრულება ერთ პირთან მოლაპარაკების გზით გააფორმა.


რეაბილიტირებულ ხიდზე  მინა მისი  გახსნიდან ორ თვეში დაზიანდა.


მერიაში მაშინ განაცხადეს, რომ მინა ბავშვებმა დააზიანეს.


თეთრი ხიდი 3 ნოემბერს საზეიმოდ გაიხსნა, თუმცა, ორ დღეში  ლითონის ფილები დაზიანდა.


ქუთაისის მერიამ კომპანია "ალმა რუსს", რომელმაც ხიდს რეაბილიტაცია ჩაუტარა, ხელშეკრულება გაუწყვიტა. ხარვეზების გამოსასწორებლად კი, ტენდერს განმეორებით გამოაცხადებს.

Print