ქუთაისში, ავანგარდის სასაფლაოსთან მისასვლელი გზის მოწესრიგება ამ დრომდე მოუგვარებელი პრობლემაა.
„სურვილი დიდია, რომ დაიგოს, მაგრამ ასეთი გეგმა ჯერჯერობით
არ გვაქვს. ეს ევალება ქუთაისის მერიას და ეს ხარჯები
დამოკიდებულია ბიუჯეტზე“,-აცხადებენ მერიის შპს-ში.
„ქართულ ტრადიციებში“ ჯერ კიდევ გასულ წელს აცხადებდნენ, რომ
ავანგარდის სასაფლაოზე გზა 2019 წელს დაიგებოდა. იგივე პირობას
აძლევდა მერიის შპს მოსახლეობას 2017-ში, თუმცა, სასაფლაოზე
წლიდან წლამდე არაფერი იცვლება. აღდგომის დღესასწაულამდე რამდენიმე
დღით ადრე გზები მხოლოდ იწმინდება და ზედაპირი სწორდება.
ანალოგიური მდგომარეობაა ძელქვიანის სასაფლაოზეც, სადაც მოსახლეობა,
ასევე, წლიდან წლამდე ამაოდ ელოდება გზის დაგებას. „ქართული
ტრადიციები“ ბეტონის საფარის მოწყობას ჯერჯერობით არც ამ სასაფალაოზე
გეგმავს.
უცვლელი ვითარება ქუთაისის სასაფლაოების გზებზე, ნახეთ აქ:
18 წელი გავიდა 2008 წლის აგვისტოს ომიდან — ომიდან, რომელმაც არაერთი სიცოცხლე შეიწირა, ოჯახები დაანგრია და ათასობით ადამიანს საკუთარი სახლიდან წასვლა აიძულა.
„ქუთაისიპოსტი“ კიდევ ერთ მიტოვებულ საბავშვო ბაღს გიჩვენებთ, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთი წელია მიტოვებულია.




მასალის გამოყენების პირობები