პოლიტიკა
ქუთაისში კაფეს მეპატრონეები მერიას ობიექტის წართმევის მცდელობაში ადანაშაულებენ
FaceBook
ქუთაისში, ცენტრალურ ბაღში მდებარე კაფე "სავანეს"  მეპატრონეები მერიას ობიექტის წართმევის მცდელობაში ადანაშაულებენ. 

კაფეს წარმომადგენლების განმარტებით, მერია მათგან ტერიტორიის იჯარით აღებას ითხოვს.

ადვოკატის, ნინო მეფარიშვილის თქმით ადგილობრივმა თვითმმართველობამ ყალბი აზომვითი ნახაზი შეადგინა და მიწა ცარიელი სახით დაირეგისტრირა.

ობიექტის მფლობელი, გიორგი ტურაბელიძე ამბობს, რომ მათ ყველა ოფიციალური დოკუმენტი აქვთ, რომ აღნიშნული კაფე პრივატიზირების გზით შეისყიდეს. 2012 წლიდან კი ადგილობრივი თვითმმართველობა შენობის მითვისებას ცდილობს.

"ჩვენ ამ კაფეს ვფლობთ 1995 წლიდან, 10 000 დოლარად გვაქვს ნაყიდი და ახლა გვემუქრებიან შენობის დანგრევით. მაშინ როცა ამ შენობას ვაშენებდით, ქვეყანაში ინგრეოდა ყველაფერი, ახლა კი ქურდული მეთოდებით გვართმევენ, რასაც არ დავუშვებთ", - ამბობს გიორგი ტურაბელიძე.

ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ კაფე კულტურული მემკვიდრეობის ტერიტორიაზე მდებარეობს, რაც არის მუნიციპალური საკუთრება და რომლის გადაცემასა და გაყიდვას სხვა პირზე, გარდა სარგებლობის უფლების გადაცემისა, კანონით შეუძლებელია.

"ჩვენ მათ შეთავაზეთ მორიგების პირობები, რომ სარგებლობის ფორმით 50 წლით გადავცემდით ამ მიწას. წლებია ისინი ფულს არ იხდიან ბიუჯეტში. იჯარით გადაცემა შევთავაზეთ, რომლის შემდეგ ეს სამართლებრივ ჩარჩოში მოექცეოდა, რაზეც მათ უარი განაცხადეს", - ამბობს მერიის იურიდიული განყოფილების უფროსი, ირაკლი გიორგაძე.

კაფე "სავანემ" სასამართლო დავა მერიის წინააღმდეგ ორი წლის წინ დაიწყო, როცა აღმოაჩინეს რომ საჯარო რეესტრში მიწა ცარიელი სახით იყო დარეგისტრირებული. საქმეს ახლა ქუთაისის სააპელაციო სასამართლო იხილავს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მომავალ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით
16:15 / 08.10.2024
მომავალ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით "ქუთაისიპოსტი" გთავაზობთ გადაცემათა ციკლს, პოლიტიკური სუბიექტების მონაწილეობით.
„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა და ქვეყნის
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, 4-წლიანი საარჩევნო პროგრამა
წარადგინა.
11:05 / 08.10.2024
„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, 4-წლიანი საარჩევნო პროგრამა წარადგინა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.