ახალი ამბები
„საიამ“ წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგი დაიწყო
FaceBook
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგი დაიწყო.

არასამთავრობო ორგანიზაციის ქუთაისის ფილიალმა იმერეთის 12-ივე ოლქში უკვე გაააქტიურა საქმიანობა.

საიას მონიტორები საარჩევნო პროცესებს კენჭისყრის დღის ჩათვლით დააკვირდებიან.

არასამთავრობო ორგანიზაციის ქუთაისის ოფისში, ენჯეო სექტორთან და მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე, იმ შესაძლო დარღვევებზე ისაუბრეს, რაც, როგორც წესი წინასაარჩევნო პროცესს თან ახლავს და რაზეც ყურადღება უნდა გამახვილდეს.

როგორც შეხვედრაძე აღნიშნეს, საარჩევნო კამპანიის დროს, განსაკუთრებით ხშირია პროცესში საჯარო მოხელეებისა და თანამდებობის პირების ჩართვა სახელისუფლებო კანდიდატის სასარგებლოდ, ამომრჩევლის მოსყიდვა, თანამდებობის პირების მიერ ისეთი დაპირებების გაცემა, რაც იმ კონკრეტული მუნიციპალიტეტის მიმდინარე წლის ბიუჯეტში გაწერილი არ არის.

არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების რისკებს ხედავენ სარეზერვო ფონდის განკარგვის ნაწილში, ასევე, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამით" გათვალისწინებული თანხების განაწილების დროს.

წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ ფაქტებზე მონიტორინგის შედეგებს "საია" ანგარიშის სახით გამოაქვეყნებს.

2019 წლის რიგგარეშე და შუალედური არჩვნები 19 მაისს გაიმართება. 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2025 წლის 1 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 699 ფაქტი გამოავლინეს.
შსს-ს იმერეთი პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული
საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი, 1990
წელს დაბადებული ი.თ. დააკავეს.
12:13 / 06.11.2025
შსს-ს იმერეთი პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი, 1990 წელს დაბადებული ი.თ. დააკავეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.