ახალი ამბები
ქუთაისში მეორე საჯარო სკოლაში ჭერი მეოთხედ ჩამოინგრა
FaceBook
ქუთაისის მეორე საჯარო სკოლაში ჭერი მეოთხედ ჩამოინგრა.
ჭერი პირველ კლასელთა ოთახში,  გაკვეთილის მიმდინარეობისას ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

სკოლის დირექტორის მურად ჯიშკარიანის თქმით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, ინფორმირებულია განათლების სამინისტრო, ინფრასტრუქტურის სამსახურიც. რა გახდა ჭერის ჩამონგრევის მიზეზი,  უახლოეს მომავალში გაირკვევა.

"საბედნიეროდ, ბავშები სადაც იყვნენ იმ სივრცეში არ ჩამოშლილა. პირველ სართულზე ჭერის ჩამონგრევის პირველი შემთხვევაა ეს. მეორე სართულზე ვიცოდით მიზეზი, რომ ქარის შემოვარდნა იყო და ახლა რამ გამოიწვია, ჯერჯერობით, არ ვიცით", - ამბობს მურად ჯიშკარიანი. 

მეორე საჯარო სკოლის შენობაში ჭერი პირველად გასულ წელს, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებიდან მალევე ჩამოინგრა. მაშინ დირექტორი განმარტავდა რომ ჭერის ჩამონგრევა ქარის გამო  მოხდა. 

სკოლაში რეაბილიტაცია ჭერის სამჯერ ჩამოვარდნის შემდეგაც განახორციელეს.  



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მეშვიდე კლასიდან მოსწავლეები ქიმიის საგანსაც შეისწავლიან — ასეთი
ცვლილება იგეგმება 2026–2027 სასწავლო წლის საგნობრივ გეგმაში.
15:45 / 06.07.2026

მეშვიდე კლასიდან მოსწავლეები ქიმიის საგანსაც შეისწავლიან — ასეთი ცვლილება იგეგმება 2026–2027 სასწავლო წლის საგნობრივ გეგმაში.

ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ყოფილი სამხატვრო სკოლის
ამორტიზებულ შენობაში ამ დრომდე 10 უსახლკარო ოჯახი ცხოვრობს.
09:20 / 05.07.2026
ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ყოფილი სამხატვრო სკოლის ამორტიზებულ შენობაში ამ დრომდე 10 უსახლკარო ოჯახი ცხოვრობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.