ახალი ამბები
ტყიბულში 27 მილიონიანი ტურისტული პროექტის განხორციელება იგეგმება (ფოტო)
FaceBook
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, კურორტ ცხრაჯვარის განაშენიანების რეგულირების გენერალური გეგმა შეიმუშავეს.  

ამის თაობაზე ინფორმაციას ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი, ელგუჯა გოცირიძე ავრცელებს.  დეპუტატის თქმით, პროექტის ღირებულება  სავარაუდოდ,  27, 196 030 ლარს შეადგენს. აქვე აღნიშნულია, რომ ამ პროექტით ტყიბული იმერეთში ერთ-ერთი მთავარი ტურისტული ზონა გახდება.

განაშენიანების რეგულირების გეგმის თანახმად, საპროექტო ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს ტურისტულ-რეკრეაციული, გასართობი, კულტურული , სპორტულ-შემეცნებითი ზონები. ასევე სასტუმროები, ამფითეატრები, ღია და შუშიანი მოედნები პანორამული ხედებით, კოტეჯები, ვიზიტორთა ცენტრი და სხვა. 


კურორტის ესკიზური გადაწვეტის გეგმა:





პროექტზე "ა.ა.ი.პ რეგიონალური განვითარებისა და კვლევების საერთაშორისო ფონდის" სპეციალისტები მუშაობდნენ.

ამ დროისთვის უცნობია, თუ როდის იგეგმება პროექტის განხორციელება. 

კურორტ ცხრაჯვრამდე მისასვლელი გზისა და გარე განათების რეაბილიტაციის პროექტი გასულ წელს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ შეიქმნა. ასევე, დამზადდა კურორტის საიმიჯო ვიდეორგოლი.




პროექტის განხორციელების შემთხვევაში  ტყიბულში 100-მდე ადგილობრივის დასაქმება იგეგმება.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებულ მეწყრულ
პროცესებზე გეოლოგები პირველ კომენტარს აკეთებენ.
16:59 / 13.03.2026
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებულ მეწყრულ პროცესებზე გეოლოგები პირველ კომენტარს აკეთებენ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების ღვერკისა და ხემაღალის
მაცხოვრებლები, რომლებიც მეწყერმა დააზარალა, სასამართლოსა და
პროკურატურას მიმართავენ.
16:25 / 13.03.2026
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების ღვერკისა და ხემაღალის მაცხოვრებლები, რომლებიც მეწყერმა დააზარალა, სასამართლოსა და პროკურატურას მიმართავენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.