ახალი ამბები
"პირველი წლის აკადემიური რესურსი 2000 სტუდენტსაც გაწვდება" - თემურ მურღულია ტექნოლოგიურ უნივერსიტეტზე
FaceBook
ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რექტორი, თემურ მურღულია განცხადებას ავრცელებს. მურღულია უნივერსიტეტის მშენებლობასთან დაკავშირებით ბრალდებებს პასუხობს და ამბობს, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს უნივერსიტეტი დაპირებული მასშტაბებით არ აშენდება და ის მხოლოდ 3000 სტუდენტზე იქნება გათვლილი, ტყუილია.

"როგორი ყალბიც იყო უტიფრების მხრიდან მტკიცება, რომ უნივერსიტეტი არ აშენდება, ისეთივე ყალბია, რომ მხოლოდ 3000-ზეა გათვლილი. პირველი წლის აკადემიური რესურსი 2000 სტუდენტსაც გაწვდება, მაგრამ გამოცდები იქნება მკაცრი და იმედი მაქვს რომ ამ რაოდენობის რეალური აბიტურიენტი გვეყოლება. ამ ეტაპზე მიმდინარე მშენებლობა ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსში საპროექტო მასტაბით უკვე გათვლილია 15 000 სტუდენტზე. როდესაც ამ ნიშნულს მივაღწევთ, ტერიტორია და რესურსი საკმარისია შემდგომი გაფართოვებისთვის", - წერს თემურ მურღულია სოციალურ ქსელში.

უნივერსიტეტის რექტორმა ამ თემაზე საგანგებო ბრიფინგის გამართვაც დაანონსა.

ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობაზე "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის წევრმა, გიგა შუშანიამ ისაუბრა. 29 მარტს მან პრესკლუბ "მედიარუმში" განაცხადა, რომ "ქართული ოცნება" მოსახლეობას ატყუებს და ტექნოლოგიური უნივერსიტეტი დაპირებული მასშტაბებით არ აშენდება. გიგა შუშანიას თქმით, დაპირებული 60 000-ის ნაცვლად, უნივერსიტეტი მხოლოდ 3000 სტუდენტზე იქნება გათვლილი. ფონდი "ქართუ" კი უნივერსიტეტის სამშენებლო ტერიტორიაზე არსებული ჭაობის დაშრობას არ აპირებს, რაც მისი თქმით, იმას ნიშნავს, რომ სტუდენტებს ბაყაყებთან ერთად მოუწევთ სწავლა.

"ქართულმა ოცნებამ"  ქუთაისელებს 60 000 სტუდენტზე გათვლილი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის აშენება   2016 წელს  დაპირდა. 



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის საკრებულოში დამოუკიიდებელი დაპუტატი დარეჯან ფხაკაძე
გარდაიცვალა.
15:03 / 13.04.2024
ქუთაისის საკრებულოში დამოუკიიდებელი დაპუტატი დარეჯან ფხაკაძე გარდაიცვალა.
12:00 / 13.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გიგა შუშანია განცხადებით, ქუთაისის მერი, ქალაქში არსებული მძიმე სოციალური მდგომარეობის მიუხედვად, მერიის დაფინანსების 100 000 ლარით გაზრდას გეგმავს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.