ახალი ამბები
გაფიცვის მეხუთე დღე - იმერეთის სოციალური მუშაკები პროტესტს აგრძელებენ
FaceBook
მეხუთე დღეა რაც სოციალური მუშაკები გაიფიცნენ. აქციის მონაწილეები დღეს ცენტრალურ მოედანზე თეატრის წინ შეიკრიბნენ,მათი თქმით მოთხოვნების რამდენიმე პუნქტი დააკმაყოფილეს,თუმცა ჯერ კიდევ აგრძელებენ პროტესტს და ელოდებიან თუ რა გადაწყდება დღეს პარლამენტში.

"ვითხოვთ უფლებების დაცვას ჩვენი ბენეფიციარების უფლებების დასაცავად. ვითხოვთ, მყისიერ რეაგირებას უკვე არა ჯანდაცვის სამინისტროსგან, რადგან მათგან ვერანაირი პასუხი ვერ მივიღეთ, არამედ მთავრობისგან", - ამბობს იმერეთის სოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკი, მზევინარ ღაჭავა.

სოციალურ მუშაკებს სოლიდარობა გამოუცხადა ქუთაისიში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, საქართველოში ყოველ 100 000 მოსახლეზე 7 სოციალური მუშაკი მოდის. სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკაა სოციალური მუშაკის დატვირთვა თვეში 11-დან 15 საქმით. 2017 წლის მონაცემებით, საქართველოში თითო სოციალურ მუშაკზე თვეში, საშუალოდ, 120-მდე საქმე მოდის.

გაფიცვას წინ უძღოდა თითქმის თვენახევრიანი მედიაციის პროცესი, რომელიც უშედეგოდ დასრულდა.

ქუთაისის გარდა სოციალური მუშაკები თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში გაიფიცნენ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის
წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე
იწვევენ.
12:08 / 20.04.2024
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე იწვევენ.
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული
კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.
11:02 / 20.04.2024
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.