ახალი ამბები
ქუთაისის მერი გიგა შუშანიას: "თქვენ მიჩვეული ხართ სხვისი ჯიბეების ქექვას, ატერორებდით ხალხს"
FaceBook
ხმაურით მიმდინარეობდა ქუთაისის საკრებულოს სხდომა, სადაც დეპუტატები ქუთაისის მერიაში ახლადშექმნილ არქიტექტურის ა(ა) იპისისათვის დაფინანსების საკითხს განიხილავდნენ. საჯრებულოს სხდომაზე ერთმანეთს ქალაქის მერი, გიორგი ჭიღვარია და საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის
წევრი, გიგა შუშანია დაუპისპირდნენ. 

საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარის გიგა შუშანიას თქმით, ახალი ა(ა)პის შექმნით მერია დამატებით ხარჯს იღებდა, ხოლო ხარჯების დაფარვას მოქალაქეთა ჯიბეებიდან ჯარიმის სახით ამოღებული თანხებით ცდილობდა.

ოპოზიციონერ დეპუტატს სხდომაზე მყოფმა ქუთაისის მერმა უპასუხა და განუცხადა, რომ არ იყო "ნაციონალური მოძრაობის" დრო, როდესაც მოქალაქეებს ჯიბეში უძვრებოდნენ და ფულს ისე უღებდნენ.

"თქვენ მიჩვეული ხართ ბატონო გიგა, სხვისი ჯიბეებიდან ფულების ქექვას. ატერორებდით ხალხს, წესით მაქ არ უნდა იჯდეთ"-განაცხადა ქალაქის მერმა.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ასევე ისაუბრა ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობაზე და განაცხადა რომ მსენებლობა მუხრანის ტყეში არ მიმდინარებს.

ქალაქის მერმა საკრებულოს დეპუტატებს ფოტოები წარმოუდგინა, რომელზეც ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშნებლობის პროცესია ასახული. გიორგი ჭიღვარიას განცხადებით ეს ადასტურებს რომ მშენებლობა აქტიურ ფაზაშია.

"კარგად ხედავს მოსახლეობა რომ ბევრი რამე კეთდება, უნდა იცოდეთ წესით რომ მშენებლობა ნულიდან იწყება. ჩვენ შეგვიძლია წავიდეთ და ვნახოთ რომ აქტიურად მიმდინარეობს მშენებლობა"- მიმართა გიორგი ჭიღვარიამ საკრებულოს სხდომაზე გიგა შუშანიას.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
ჭიათურის მუნიციპალიტეტ სოფელ შუქრუთში მიმდინარე პროტესტს, რომელიც
45-ე დღეა გრძელდება, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
ეხმიანება.
11:30 / 26.04.2024
ჭიათურის მუნიციპალიტეტ სოფელ შუქრუთში მიმდინარე პროტესტს, რომელიც 45-ე დღეა გრძელდება, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.