ბაღდათის სოფელ როხში, ე.წ. სასოფლო საკრებულოს ყოფილ შენობაში კულტურის სახლი განთავსდება.
როხის მაჟორიტარი დეპუტატის, თორნიკე გაჩეჩილაძის თქმით, შენობა იმდენად დაზიანებულია, რომ მისი რეაბილიტაცია შეუძლებელია.
„ყოფილი კულტურის სახლის რეაბილიტაციას ფიზიკურად ვერ მოვახდენთ, რადგან თითქმის დანგრეულია. თან შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სასოფლო საკრებულოს ყოფილ შენობაში მოვაწყოთ კულტურის სახლი",-ამბობს თორნიკე გაჩეჩილაძე.
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობაზე სამუშაოების აღდგენის უფლება უსაფრთხოების ნორმების დარღვევების გამოსწორების შემდეგ გაიცა.




მასალის გამოყენების პირობები